-
სიხარული ჰპოვეთ იეჰოვაშისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 დეკემბერი
-
-
„ნუ გშურს“
3, 4. ფსალმუნების 36:1-ის თანახმად, რას გვირჩევს დავითი და რატომ არის დროული ამ რჩევის გათვალისწინება დღეს?
3 ჩვენ ვცხოვრობთ ‘საზარელ ჟამში’ — პერიოდში, როცა ბოროტება უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვებს. საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ სრულდება პავლე მოციქულის სიტყვები: „ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც ცდუნებაში იქნებიან“ (2 ტიმოთე 3:1, 13). რა ადვილად შეიძლება დაგვწყვიტოს გული ბოროტი ადამიანების მოჩვენებითმა წარმატებამ და კეთილდღეობამ! ამან შეიძლება ყურადღება სხვა რამეზე გადაგვატანინოს და ხელი შეგვიშალოს იმაში, რომ სულიერზე მოვახდინოთ კონცენტრირება. ყურადღება მიაქციეთ, რა გაფრთხილება გვეძლევა ამის თაობაზე 36-ე ფსალმუნის პირველ მუხლში ჩაწერილი სიტყვებით: „ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის“.
4 მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ყოველდღიურად გადმოიცემა ცნობები არაერთი უსამართლო ქმედების შესახებ: უპატიოსნო ბიზნესმენები თაღლითობენ, მაგრამ თავიანთ მოქმედებაზე პასუხს არ აგებენ; დამნაშავეები დაუცველი ადამიანების ხარჯზე მდიდრდებიან; ხშირად მკვლელებს ვერ პოულობენ ან დაუსჯელად ტოვებენ. მსგავსმა უსამართლობამ შეიძლება განგვარისხოს და შინაგანი სიმშვიდე დაგვაკარგვინოს. ბოროტი ადამიანების მოჩვენებითი წარმატების შემყურეებს, შეიძლება შურის გრძნობაც კი გაგვიჩნდეს. მაგრამ გამოსწორდება სიტუაცია, თუ აღვშფოთდებით? კიდევაც რომ შეგვშურდეს მათი მოჩვენებითი კეთილდღეობისა, განა ამით შეიცვლება მათი ხვედრი? არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ‘შეხარბების’ არანაირი მიზეზი არა გვაქვს. რატომ?
5. რატომ არიან შედარებულნი ბოროტი ადამიანები ბალახს?
5 ფსალმუნმომღერალი გვპასუხობს: „რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან“ (ფსალმუნები 36:2). ახალამოსული ბალახი შეიძლება ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ ის მალევე ხმება და კვდება. იმავეს თქმა შეიძლება ბოროტ ადამიანებზეც. მათი მოჩვენებითი კეთილდღეობა დროებითია. უკანონო გზებით ნაშოვნი ქონება მათ სიკვდილის დროს ვერ უშველის. საბოლოოდ ვერავინ გაექცევა სასჯელს. „ცოდვის საზღაური სიკვდილია“, — დაწერა პავლემ (რომაელთა 6:23). ყველა ბოროტი და უსამართლო ადამიანი თავისი „საზღაურის“ გარდა ვერაფერს მიიღებს. ასეთი ცხოვრება მართლაც აზრს მოკლებულია! (ფსალმუნები 36:35, 36; 48:17, 18).
6. რისი სწავლა შეგვიძლია ფსალმუნების 36:1, 2-დან?
6 აქედან გამომდინარე, განა უნდა დაგვირღვიოს სიმშვიდე ბოროტთა წარმავალმა კეთილდღეობამ? ფსალმუნების 36-ე თავის პირველი ორი მუხლიდან მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ: არ დაუშვა, რომ ბოროტთა წარმატებამ აგაცდინოს შენ მიერ არჩეულ გზას — იეჰოვასადმი მსახურებას. ნაცვლად ამისა, კონცენტრირება მოახდინე სულიერ კურთხევებსა და მიზნებზე (იგავები 23:17).
-
-
სიხარული ჰპოვეთ იეჰოვაშისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 დეკემბერი
-
-
8. როგორ გვეხმარება ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობა, რომ ბოროტთა კეთილდღეობამ მეტისმეტად არ შეგვაწუხოს?
8 თუ ცხვრისმაგვარი ადამიანების ძებნით ვიქნებით დაკავებული და იეჰოვას განზრახვის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში დავეხმარებით მათ, ბოროტთა კეთილდღეობა არ შეგვაწუხებს. რამდენადაც ბოროტება დღითიდღე უფრო იკიდებს ფეხს, კიდევ უფრო აქტიურად უნდა დავეხმაროთ სხვებს. «არ დაივიწყოთ ქველმოქმედება [„კარგის კეთება“, აქ] და გაზიარება, — აღნიშნა პავლე მოციქულმა, — ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღვთისათვის». ყველაზე „კარგი“ საქმე, რის გაკეთებაც შეგვიძლია, ღვთის სამეფოს შესახებ შესანიშნავი ცნობის სხვებისთვის გაზიარებაა. სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობით ღმერთს მართლაც რომ „ქების მსხვერპლს“ ვწირავთ! (ებრაელთა 13:15, 16; გალატელთა 6:10).
-