საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ ატყდება უბედურება კარგ ადამიანებს?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 ივლისი
    • ადამიანები არიან პასუხისმგებელნი?

      გარკვეულწილად ბოროტებაში ადამიანსაც მიუძღვის წილი. ყურადღება მიაქციეთ, როგორ აღწერს ბიბლია პროცესს, რამაც ადამიანს შეიძლება ცუდი საქციელი ჩაადენინოს. „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს“ (იაკობი 1:14, 15). როდესაც ადამიანები არასწორ სურვილებს ჰყვებიან, ცუდ შედეგებს იმკიან (რომაელები 7:21—23). კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ადამიანებს აურაცხელი შემზარავი საქმეები აქვთ ჩადენილი, რაც უდიდეს ტანჯვას იწვევდა. უფრო მეტიც, ბოროტები სხვებსაც რყვნიან, რის გამოც ბოროტება ყვავის (იგავები 1:10—16).

      ოდითგანვე ადამიანები აურაცხელ შემზარავ საქმეებს სჩადიან, რაც უდიდეს ტანჯვას იწვევს

  • რატომ ატყდება უბედურება კარგ ადამიანებს?
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 ივლისი
    • მთავარი მიზეზი

      ხელი, რომელსაც დედამიწა უჭირავს

      იცით თუ არა, რომ ტანჯვის მთავარი მიზეზი „ქვეყნიერების მმართველი“, სატანა ეშმაკია? (იოანე 14:30)

      და მაინც, ბოროტების მთავარი მიზეზი ადამიანი არ არის. სატანა ეშმაკი, რომელიც თავდაპირველად ღვთის ერთგული ანგელოზი იყო, „ჭეშმარიტებაში არ დადგა“ და ცოდვა შემოიტანა მთელ დედამიწაზე (იოანე 8:44). მან ედემის ბაღში პირველი ადამიანები ღმერთს დაუპირისპირა (დაბადება 3:1—5). იესომ მას „ბოროტი“ და „ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა (მათე 6:13; იოანე 14:30). ადამიანთა უმეტესობა დღემდე მიჰყვება სატანის პროპაგანდას და უგულებელყოფს იეჰოვას სწორ გზას (1 იოანე 2:15, 16). როგორც 1 იოანეს 5:19 ამბობს, „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“. სატანას ბოროტებაში სხვა სულიერი ქმნილებებიც შეუერთდნენ. ბიბლია გვიხსნის, რომ სატანას და მის დემონებს „შეცდომაში შეჰყავთ მთელი მსოფლიო“ და მოაქვთ „ვაი“ ანუ უბედურებები დედამიწისთვის (გამოცხადება 12:9, 12). ამგვარად, ბოროტების გამომწვევი მთავარი მიზეზი სატანა ეშმაკია.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება