-
როგორ დავეხმაროთ ქვრივებს გაჭირვებისასსაგუშაგო კოშკი — 2001 | 1 მაისი
-
-
ქვრივების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამბავი რუთისა და მისი დედამთილის, ნაყომის, შესახებ ბიბლიური ცნობაა. მოხსენიებული ორივე ქალი ქვრივი იყო. მაგრამ ნაყომიმ დაკარგა არა მხოლოდ ქმარი, არამედ ორი ვაჟიც, რომელთაგან ერთ-ერთი რუთის ქმარი გახლდათ. ვინაიდან ისეთ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ, სადაც სოფლის მეურნეობას მისდევდნენ და სადაც ბევრი რამ მამაკაცის ხელზე იყო დამოკიდებული, მათი მდგომარეობა, მართლაც რომ, ტრაგიკული იყო (რუთი 1:1—5, 20, 21).
მაგრამ ნაყომის განსაკუთრებული მეგობარი და ნუგეშისმცემელი ჰყავდა; ეს იყო მისი რძალი რუთი, რომელმაც არ მიატოვა დედამთილი. გარკვეული დროის შემდეგ რუთი ნაყომის ‘შვიდ ვაჟიშვილს ერჩია’ — არა მარტო იმიტომ, რომ რძალს ძალიან უყვარდა, არამედ იმიტომაც, რომ მას ღმერთი უყვარდა (რუთი 4:15). როდესაც დედამთილმა რძალს ურჩია, რომ თავის მოაბელ ოჯახსა და მეგობრებს დაბრუნებოდა, რუთმა ოდესმე წარმოთქმულთაგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერთგულების გამომხატველი და გულისამაჩუყებელი სიტყვებით უპასუხა: „სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდე; სადაც შენ დაგიღამდება, მეც იქ უნდა დამიღამდეს. შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია. სადაც მოკვდები, მეც იქ უნდა მოვკვდე და დავიმარხო. ასე და ასე მიყოს უფალმა და უარესიც, თუ რამემ გაგვყაროს, სიკვდილის მეტმა“ (რუთი 1:16, 17).
რუთის ასეთი დამოკიდებულება იეჰოვა ღმერთისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მან ნაყომისა და რუთის პატარა ოჯახი აკურთხა; ბოლოს კი რუთი ისრაელ ბოყაზზე გათხოვდა. მათ შვილს, რომელიც იესო ქრისტეს წინაპარი იყო, ნაყომი საკუთარი შვილივით უვლიდა. ეს შემთხვევა გვიჩვენებს, თუ რამდენად უყვარს იეჰოვას ქვრივები, რომლებსაც მასთან ახლო ურთიერთობა აქვთ და, რომლებიც მასზე არიან მინდობილი. გარდა ამისა, ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთი აფასებს მათ, ვინც სიყვარულით ეხმარება ქვრივებს გაჭირვებასთან გამკლავებაში. ამგვარად, როგორ შეგვიძლია დღეს ჩვენ შორის მყოფ ქვრივებს დავეხმაროთ? (რუთი 4:13, 16—22; ფსალმუნი 67:6).
-
-
როგორ დავეხმაროთ ქვრივებს გაჭირვებისასსაგუშაგო კოშკი — 2001 | 1 მაისი
-
-
თუმცა რუთი გარკვეული დროის განმავლობაში თავადაც ქვრივი იყო, ნამდვილად პატივს სცემდა ნაყომის და, სიყვარულიდან გამომდინარე, მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა დედამთილის ფიზიკური და ემოციური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. რუთმა ასეთი დამოკიდებულების გამო ძალიან მალე კარგი სახელი მოიხვეჭა და მოგვიანებით მომავალმა მეუღლემ უთხრა: „მთელმა ჩემმა ხალხმა იცის, რომ ღირსეული ქალი ხარ“ (რუთი 3:11). ამავე დროს, ნაყომის მიერ ღვთის სიყვარულმა და მისმა უპრეტენზიო ხასიათმა, აგრეთვე რუთის მიერ გამოვლენილი მცდელობისთვის გამოხატულმა დიდმა მადლიერებამ, რძალს დედამთილისთვის დახმარება სასიამოვნო საქმედ უქცია. რა კარგი მაგალითი დაუტოვა დღევანდელ ქვრივებს ნაყომიმ!
-