-
არასოდეს განურისხდეთ იეჰოვას!საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 აგვისტო
-
-
14, 15. რა დაგვეხმარება, რომ სხვების უარყოფითი საუბრების გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ?
14 არ მოექცეთ სხვების უარყოფითი საუბრების გავლენის ქვეშ. მოსეს ხანებში ისრაელებს იოტისოდენადაც კი არ უნდა შეჰპარვოდათ ეჭვი, რომ იეჰოვა შეიყვანდა მათ აღთქმულ მიწაზე; მათ ამაში დასარწმუნებლად უამრავი მიზეზი ჰქონდათ (ფსალმ. 78:43—53). მაგრამ ათი ორგული მზვერავის უარყოფითი ლაპარაკის შემდეგ მათ აღარ გაახსენდათ მისი ხელი (ფსალმ. 78:42). თუკი ყოველთვის ვიფიქრებთ იეჰოვას საქმეებზე და გვემახსოვრება ჩვენ მიმართ გამოვლენილი მისი სიკეთე, გავიღრმავებთ მასთან ურთიერთობას. შედეგად, სხვების უარყოფითი საუბრები ვეღარ იმოქმედებს ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე (ფსალმ. 77:11, 12).
-
-
არასოდეს განურისხდეთ იეჰოვას!საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 აგვისტო
-
-
იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის იეჰოვასადმი ნდობა უდიდესი კურთხევით დაგვირგვინდა (იხილეთ 22-ე აბზაცი)
22, 23. რა არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ პრობლემების გამო გულგატეხილობა გვეუფლება?
22 როცა გასაჭირი და პრობლემები „წამოგადგებათ თავს“, გაიხსენეთ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე. ათი მზვერავისგან განსხვავებით, ამ ერთგულმა კაცებმა აღთქმული მიწის შესახებ დადებითად ისაუბრეს (რიცხ. 14:6—9). მათ იეჰოვასადმი რწმენა გამოავლინეს. თუმცა იესო ნავეს ძესაც და ქალებ იეფუნეს ძესაც სხვა ებრაელებთან ერთად 40 წელი მოუწიათ უდაბნოში უაზროდ წანწალი. დაიწყეს მათ წუწუნი ან განრისხდნენ ამის გამო? ფიქრობდნენ, რომ ეს უსამართლობა იყო? არა. ისინი მიენდნენ იეჰოვას. ამგვარი დამოკიდებულების გამო ღმერთმა ეს ორი ადამიანი დიდად აკურთხა; იმ დროს, როცა მთელი თაობა უდაბნოში დაიხოცა, ისინი იეჰოვამ აღთქმულ მიწაზე შეიყვანა (რიცხ. 14:30). დიახ ასეა, ჩვენც გვაკურთხებს იეჰოვა, „თუ არ დავიღლებით“ და შევასრულებთ მის ნებას (გალ. 6:9; ებრ. 6:10).
-