საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივლისი
    • 5. რას ასახავდა დედამიწაზე არსებული ტაძრის სამსხვერპლო?

      5 ღვთის მიერ იესოს სხეულის მომავალ შესაწირავად მიღება სულიერი გაგებით ნიშნავდა, რომ გამოჩნდა იერუსალიმის ტაძრის სამსხვერპლოზე უფრო დიდებული სამსხვერპლო. ფიზიკური სამსხვერპლო, სადაც ცხოველებს სწირავდნენ მსხვერპლად, ასიმბოლოებდა იმ სულიერ სამსხვერპლოს, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენდა ღვთის ‘ნებას’, ანუ ღონისძიებას, რომ იესოს მიწიერი სიცოცხლე იეჰოვას მიეღო, როგორც შესაწირავი (ებრაელთა 10:10). აი, რატომ წერდა პავლე მოციქული თანაქრისტიანებს: „ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის [ანუ ტაძრის] მსახურთ“ (ებრაელთა 13:10). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის სარგებლობა მოაქვს ცოდვის გამომსყიდველ იმ უდიდეს მსხვერპლს, რომელიც ებრაელ მღვდელთა უმრავლესობამ უარყო.

  • იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივლისი
    • როგორც ჩანს, თავისი სიცოცხლის ამ წუთიდან მან დაიწყო ფსალმუნის 39:7–9 მუხლებში ჩაწერილ სიტყვების შესრულება, რომელიც მოგვიანებით პავლე მოციქულმაც აღნიშნა: „მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე“ (ებრაელთა 10:5). ამით იესომ გამოავლინა ცოდნა იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთს ‘არ სურდა’ ცხოველური შესაწირის მიტანა გაგრძელებულიყო იერუსალიმის ტაძარში. მან შეიგნო, რომ ღმერთმა სრულყოფილი ფიზიკური სხეული გაამზადა მისთვის, რომ მსხვერპლად შეწირულიყო. ეს გააუქმებდა შემდგომი ცხოველური შესაწირავების მიტანის აუცილებლობას. მან გამოავლინა წრფელი სურვილი, რომ დამორჩილებოდა ღვთის ნებას და ლოცვისას განაგრძო: „აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო“ (ებრაელთა 10:7). გაბედულებისა და უანგარო თავდადების რა დიდებული მაგალითი დაუტოვა იესომ მათ, რომლებიც შემდგომში მისი მოწაფეები გახდებოდნენ! (მარკოზი 8:34).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება