-
„დაეცა დიდი ბაბილონი!“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ანგელოზი გვეუბნება, რომ „დიდი ბაბილონი. . . თავისი სიძვის მრისხანების ღვინოს ასმევდა ყველა ერს“. რას ნიშნავს ეს? ეს დაპყრობას ნიშნავს, რაც იეჰოვას მიერ იერემიას მიმართ ნათქვამი სიტყვებიდან ჩანს: „გამომართვიო რისხვის ღვინით სავსე სასმისი და დაალევინეო ყველა ხალხს, რომელთანაც გგზავნი. დალიონ, იბარბაცონ და შეიშალონო იმ მახვილის გამო, რომელსაც ვუგზავნი“ (იერემია 25:15, 16). ძვ. წ. VII და VI საუკუნეებში იეჰოვა ძველი ბაბილონის ხელით ასმევდა გასაჭირით სავსე სიმბოლურ სასმისს მრავალ ხალხს, მათ შორის განდგომილ იუდას, რის შედეგადაც მისი ხალხი ტყვეობაში ჩავარდა; თუმცა, თავის მხრივ, ბაბილონიც დაეცა, რადგან მისმა მეფემ იეჰოვას, „ზეციერი უფლის“ წინააღმდეგ აღიმაღლა თავი (დანიელი 5:23).
5 „დიდმა ბაბილონმაც“ მიაღწია გამარჯვებებს, მაგრამ ძირითადად, ვერაგულად. ის „ასმევდა ყველა ერს“ და მეძავივით აცდუნებდა მათ. ის სულიერი გაგებით მეძაობდა მათთან. ის აცდუნებდა პოლიტიკურ მმართველებს, კავშირი რომ დაემყარებინათ მასთან და ემეგობრათ. ის თავის მაცდუნებელ ძალას იყენებს, რომ პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და კომერციაზე გავლენა მოახდინოს. ის პოლიტიკური და კომერციული მიზნებიდან გამომდინარე ახორციელებდა რელიგიურ დევნას და აჩაღებდა ომებს, აწყობდა ჯვაროსნულ ლაშქრობებს და ხელს უწყობდა საერთაშორისო კონფლიქტებს. ის ამ ომებს წმინდად აცხადებდა და ამტკიცებდა, რომ ეს ომები ღვთის ნებით მიმდინარეობდა.
6 ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ XX საუკუნეში რელიგია ერეოდა ომებსა და პოლიტიკაში სინტოისტურ იაპონიაში, ინდუისტურ ინდოეთში, ბუდისტურ ვიეტნამში, „ქრისტიანულ“ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ლათინურ ამერიკაში და სხვა ქვეყნებში. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე მსოფლიო ომის დროს არმიის მღვდლები, როგორც ერთი, ისე მეორე მოწინააღმდეგე მხარის ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, დაეხოცათ ერთმანეთი. იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ „ეარშიყებოდა“ პოლიტიკას „დიდი ბაბილონი“, არის მისი მონაწილეობა 1936—1939 წლებში ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომში, რომელშიც, სულ მცირე, 600 000 ადამიანი დაიღუპა. ამ სისხლისღვრის მიზეზი გარკვეულწილად ესპანეთის მთავრობის მიერ ეკლესიის ქონებისა და სტატუსისთვის საფრთხის შექმნა იყო, რაც კათოლიკური სამღვდელოების მომხრეებსა და მათ მოკავშირეებს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ.
-
-
„დაეცა დიდი ბაბილონი!“გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
[ჩარჩო 208 გვერდზე]
„მისი სიძვის ღვინო“
დიდი ბაბილონის ძირითადი ნაწილი რომის კათოლიკური ეკლესიაა. ეკლესიას რომის პაპი მართავს, რომელიც თავს პეტრე მოციქულის მემკვიდრედ აცხადებს. ქვემოთ მოცემულია ამ ეგრეთ წოდებულ მემკვიდრეებზე გამოქვეყნებული ფაქტები:
ფორმოზუსი (891—896 წწ.): „ფორმოზუსის სიკვდილიდან ცხრა თვის შემდეგ მისი გვამი პაპების საფლავიდან ამოიღეს და მოუწყვეს სასამართლო, რომელსაც [ახალი პაპი] სტეფანე თავმჯდომარეობდა. გარდაცვლილ პაპს თავისი თანამდებობისკენ ამბიციურ ლტოლვაში დასდეს ბრალი, მისი ყველა გადაწყვეტილება გააუქმეს. . . გვამს გახადეს პაპის მანტია და მარჯვენა ხელის თითები დააჭრეს“ („New Catholic Encyclopedia“).
სტეფან VI (896—897 წწ.): „[ფორმოზუსის გვამის გასამართლებიდან] რამდენიმე თვეში ხალხის მხრიდან მძაფრი რეაქციის შედეგად სტეფანეს პაპობა დასრულდა. მას ჩამოართვეს წარჩინებულობის ნიშნები, დააპატიმრეს და გაგუდეს“(„New Catholic Encyclopedia“).
სერგიუს III (904—911 წწ.): „მისი ორი წინამორბედი. . . საპყრობილეში გაგუდეს. . . რომში მას მხარს უჭერდა თეოფილაქტეს ოჯახი. როგორც ვარაუდობდნენ, თეოფილაქტეს ერთ-ერთი ასულისგან, მაროზიასგან, მას ჰყავდა ვაჟი (მოგვიანებით პაპი იოანე XI)“ („New Catholic Encyclopedia“).
სტეფან VII (928—931 წწ.): „თავისი პაპობის ბოლო წლებში იოანე X მაროზიას, რომის Donna Senatrix-ის რისხვა დაიტეხა თავს. ის დააპატიმრეს და მოკლეს. მაროზიამ პაპობა უბოძა ლეო VI-ს, რომელიც პაპობის დაწყებიდან ექვს-ნახევარ თვეში გარდაიცვალა. სტეფან VII-მ შეცვალა ის, როგორც ჩანს, მაროზიას ხელშეწყობით. . . თავისი 2 წლიანი პაპობის დროს მას ძალაუფლება არ ჰქონია, რადგან მაროზიას ხელში იყო ძალაუფლება“ („New Catholic Encyclopedia“).
იოანე XI (931—935 წწ.): „სტეფან VII-ს სიკვდილის შემდეგ. . , მაროზიამ, თეოფილაქტეს შთამომავალმა, პაპობა თავისი ვაჟისთვის, ოც წელს გადაცილებული იოანესთვის მოიპოვა. . . პაპი იოანე დედამისის ნებისამებრ მოქმედებდა“ („New Catholic Encyclopedia“).
იოანე XII (955—964 წწ.): „ის თვრამეტი წლისაც არ იყო, და როგორც მაშინდელი ცნობებიდან ვიგებთ, მას არანაირი ინტერესი არ ჰქონდა სულიერისადმი, იტაცებდა უხამსი გართობა და ეწეოდა გარყვნილ ცხოვრებას“ („The Oxford Dictionary of Popes“).
ბენედიქტე IX (1032—1044; 1045; 1047—1048 წწ.): „მან იმით გაითქვა სახელი, რომ თავის ნათლიმამასაც მიჰყიდა პაპობა და ორჯერაც დაიბრუნა“ („The New Encyclopædia Britannica“).
ამგვარად, ზემოხსენებული თუ სხვა პაპები არ ბაძავდნენ ერთგულ პეტრეს. ისინი უარყოფით ზეგავლენას ახდენდნენ ხალხზე, ხელს უწყობდნენ სისხლისღვრას და სულიერ თუ ფიზიკურ გარყვნილებას, იზებელის მსგავსად იქცეოდნენ და ხრწნიდნენ ეკლესიას (იაკობი 4:4). ბიბლიის მკვლევართა მიერ 1917 წელს გამოცემულ წიგნში „დასრულებული საიდუმლო“ ეს ფაქტები დაწვრილებით იყო აღწერილი. ეს იყო ერთ-ერთი საშუალება, რითაც მაშინ ბიბლიის მკვლევარებმა ‘ყველანაირი წყლული შეჰყარეს დედამიწას’ (გამოცხადება 11:6; 14:8; 17:1, 2, 5).
-