-
სატანა — მითი თუ რეალობა?საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ოქტომბერი
-
-
მრწამსმა, რომ ადამიანი შეიძლება ეშმაკის ან მისი დემონების მსახური გახდეს, მალე საყოველთაო არეულობა გამოიწვია; ხალხს ჯადოქრების მიმართ პანიკური შიში გაუჩნდა. მე–13 საუკუნიდან მე–17 საუკუნემდე ჯადოქრებისადმი შიში სწრაფად მოედო მთელ ევროპას, ხოლო ევროპელი კოლონისტების მეშვეობით ჩრდილოეთ ამერიკასაც კი მისწვდა. თვით პროტესტანტი რეფორმატორები, მარტინ ლუთერი და ჟან კალვინი, იწონებდნენ ჯადოქრებზე „ნადირობას“. ევროპაში მხოლოდ ჭორებისა და ღვარძლით ნაკარნახები ბრალდებების საფუძველზეც კი მიიჩნევდნენ ვინმეს ჯადოქრად და ასეთ ადამიანებს როგორც ინკვიზიცია, ასევე საერო სასამართლოები ასამართლებდნენ. წამება „დანაშაულში“ გამოსატეხი ჩვეულებრივი მეთოდი იყო.
ვისაც ჯადოქრობას დაუმტკიცებდნენ, სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდა. მას ცოცხლად წვავდნენ, ინგლისსა და შოტლანდიაში კი სახრჩობელაზე ჰკიდებდნენ. დასჯილთა რაოდენობის შესახებ ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია: „ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, 1484 წლიდან 1782 წლამდე, ქრისტიანულმა ეკლესიამ დაახლოებით 300000 ქალი გამოასალმა სიცოცხლეს ჯადოქრობისთვის“. თუ შუა საუკუნეებში დატრიალებული ამ ტრაგედიის მიღმა სატანა იდგა, მაშ, ვინ იყო ამ შემთხვევაში მისი იარაღი — წამებულები თუ მათი მდევნელი რელიგიური ფანატიკოსები?
-
-
სატანა — მითი თუ რეალობა?საგუშაგო კოშკი — 2002 | 15 ოქტომბერი
-
-
[სურათი 6 გვერდზე]
ჯადოქრებისადმი შიშის გამო ათასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.
[საავტორო უფლება]
From the book Bildersaal deutscher Geschichte
-