დამოწმება სიტყვების გარეშე
1 იეჰოვას ფიზიკური ქმნილებები უსიტყვოდ მოწმობენ მის უხილავ თვისებებზე (ფს. 18:2—4; რომ. 1:20). მსგავსად ამისა, ჩვენი საქციელი, ქრისტიანული თვისებები და მოკრძალებული გარეგნობა უსიტყვო დამოწმებას იძლევა (1 პეტ. 2:12; 3:1—4). თითოეულ ჩვენგანს ძალიან უნდა გვსურდეს, რომ ‘ყველაფერში შევამკოთ ჩვენი მხსნელის — ღვთის — სწავლება’ ჩვენი საქციელით (ტიტ. 2:10).
2 როგორ შეუძლიათ არასრულყოფილ ადამიანებს, რომ ბიბლიურ სწავლებებს მიმზიდველობა შემატონ? ეს მხოლოდ ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობისა და წმინდა სულის ძალით არის შესაძლებელი (ფს. 118:105; 142:10). ღვთის სიტყვა „არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი“ (ებრ. 4:12). ის ღრმად იბეჭდება ჩვენში და საშუალებას გვაძლევს, ახალი პიროვნებით შევიმოსოთ (კოლ. 3:9, 10). წმინდა სული ჩვენში ისეთ სასურველ თვისებებს წარმოქმნის, როგორიცაა სიკეთე, სიკარგე, რბილი ხასიათი და თავშეკავება (გალ. 5:22, 23). ვაძლევთ საშუალებას ღვთის სიტყვასა და წმინდა სულს, გავლენა მოახდინოს ჩვენს ცხოვრებაზე? (ეფ. 4:30; 1 თეს. 2:13).
3 სხვები ამჩნევენ: სხვები ამჩნევენ, როცა იეჰოვას ნორმების თანახმად ვცხოვრობთ და ვცდილობთ მისი თვისებები ავირეკლოთ. მაგალითად, ერთ მამაკაცს თანამშრომლები დასცინოდნენ იმის გამო, რომ დაბალი იყო. იმავე ოფისში მუშაობდა და, რომელიც ყოველთვის ღირსეულად და პატივისცემით ეპყრობოდა მას. ამან აღძრა მამაკაცი, ეკითხა, რატომ სხვებივით არ იქცეოდა ისიც. დამ აუხსნა, რომ ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენებამ ის უფრო პატივისმცემელი გახადა. მან აგრეთვე სამეფოს სასწაულებრივი იმედის შესახებაც უთხრა მას. მამაკაცმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო და შედეგად მოინათლა. როდესაც ის თავის მხარეში დაბრუნდა, მისმა შესანიშნავმა ქცევამ ნათესავებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და რამდენიმე მათგანმა ჭეშმარიტება მიიღო.
4 სამსახურში, სკოლაში ან ნათესავებთან და მეზობლებთან შეგვიძლია როგორც სიტყვით, ისე კარგი საქციელით დავამოწმოთ და აღვძრათ სხვები, რომ ღმერთი განადიდონ (მათ. 5:16).