საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „გულში დასკვნებს აკეთებდა“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
    • 6, 7. ა) რატომ იქნებოდა მგზავრობა მარიამისთვის დამქანცველი? ბ) როგორ იღებდა მარიამი გადაწყვეტილებებს მაშინ, როცა იოსების ცოლი გახდა? (იხილეთ სქოლიო)

      6 ადვილი იქნებოდა მარიამისთვის იოსებთან ერთად ბეთლემში გამგზავრება? ბოლოს და ბოლოს, მისი მდგომარეობა ჩვეულებრივი ხომ არ იყო. შემოდგომა ახალი დამდგარი იყო და წვიმიანი სეზონი იწყებოდა. გარდა ამისა, ბეთლემი ზღვის დონიდან 760 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა, ამიტომ რამდენიმე დღე აღმართზე უნდა ევლოთ, რაც თავისთავად დამქანცველი იქნებოდა. ალბათ, ეს მგზავრობა უფრო დიდ დროს წაიღებდა, რადგან მარიამს ხშირად მოუწევდა დასვენება. ბუნებრივია, რომ ახალგაზრდა ქალი მოინდომებდა მშობიარობამდე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დარჩენას, რომლებიც მშობიარობის ტკივილების დროს გვერდიდან არ მოსცილდებოდნენ. უეჭველია, მას დიდი გამბედაობა უნდა ჰქონოდა, ასეთ გზას რომ დასდგომოდა.

      მარიამი და იოსები ბეთლემში მიემგზავრებიან

      ბეთლემამდე მგზავრობა დამქანცველი იქნებოდა

      7 ლუკამ დაწერა, რომ იოსები წავიდა, რომ „აღწერილიყო მარიამთან . . . ერთად“. მან ისიც აღნიშნა, რომ მარიამი მისი ცოლი იყო (ლუკ. 2:4, 5). რადგან ცოლი იყო, მის გადაწყვეტილებაზე აუცილებლად იმოქმედებდა ქმრის გადაწყვეტილება. მარიამი აღიარებდა, რომ ქმარი მისი თავი იყო, მხარს უჭერდა მის გადაწყვეტილებებს და ღირსეულად ასრულებდა თავის, როგორც ქმრის დამხმარის, როლს.a შეიძლება ითქვას, რომ მარიამმა მორჩილება და მტკიცე რწმენა გამოავლინა.

      8. ა) კიდევ რამ აღძრა მარიამი, რომ იოსებს ბეთლემში გაჰყოლოდა? ბ) რა მხრივ არის მარიამი მისაბაძი მაგალითი ღვთის ერთგული მსახურებისთვის?

      8 კიდევ რამ აღძრა მარიამი მორჩილებისკენ? იცოდა მან, რომ, წინასწარმეტყველების თანახმად, მესია ბეთლემში უნდა დაბადებულიყო? ამაზე ბიბლია არაფერს ამბობს. თუმცა შეიძლება იცოდა კიდეც, რადგან ეს არც რელიგიური წინამძღოლებისთვის იყო დაფარული და არც უბრალო ადამიანებისთვის (მათ. 2:1—7; იოან. 7:40—42). მარიამისთვის არ იყო უცხო წმინდა წერილები (ლუკ. 1:46—55). რაც უნდა ყოფილიყო მისი ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი — ქმრისადმი მორჩილება, კეისრის ბრძანება, წინასწარმეტყველების ცოდნა თუ სამივე ერთად — მარიამმა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. იეჰოვა ძალიან აფასებს როგორც კაცის, ისე ქალის თავმდაბლობასა და მორჩილებას. დღეს, როცა ამ თვისებებს ბევრის თვალში ფასი აქვს დაკარგული, მარიამი მართლაც მისაბაძია ღვთის ყველა ერთგული მსახურისთვის.

  • „გულში დასკვნებს აკეთებდა“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
    • a ყურადღება მიაქციეთ ორ ბიბლიურ მონაკვეთს — როდესაც მარიამი იოსებთან ერთად გაემგზავრა და როცა მარიამი ელისაბედს ესტუმრა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა“ ელისაბედის სანახავად (ლუკ. 1:39). იმ დროს მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, მაგრამ ჯერ ცოლი არ ყოფილა; ამიტომ მას შეიძლება არც კი უკითხავს იოსებისთვის, წასულიყო თუ არა. მაგრამ ქორწინების შემდეგ უკვე იოსებმა გადაწყვიტა, რომ ბეთლემში უნდა წასულიყვნენ, და არა მარიამმა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება