-
ღვთის სამეფოს დაბადებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
მიეცა ქალს დიდი არწივის ორი ფრთა უდაბნოში თავის ადგილზე გადასაფრენად, სადაც იკვებებოდა დროის, დროებისა და ნახევარი დროის განმავლობაში, გველისგან მოშორებით“ (გამოცხადება 12:13, 14).
-
-
ღვთის სამეფოს დაბადებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
24. რა გადახდათ ბიბლიის მკვლევარებს, რაც ისრაელების ეგვიპტიდან გამოყვანას ჰგავდა?
24 პირველი მსოფლიო ომის დროს იესოს ძმები თავს არ ზოგავდნენ დამოწმების საქმის ერთგულად შესასრულებლად. სატანისა და მისი გაშმაგებული მხარდამჭერებისგან გაძლიერებული დევნის მიუხედავად, ისინი მაინც განაგრძობდნენ მსახურებას, თუმცა საბოლოოდ, ბიბლიის მკვლევართა დამოწმების საქმიანობა ფაქტობრივად შეჩერდა (გამოცხადება 11:7—10). მათი მაშინდელი მდგომარეობა ეგვიპტეში დაჩაგრული ისრაელების მდგომარეობას ჰგავდა. მაშინ იეჰოვამ სწრაფად, თითქოსდა არწივის ფრთებით, უსაფრთხო ადგილზე, სინას უდაბნოში მიიყვანა ისინი (გამოსვლა 19:1—4). ამის მსგავსად 1918—1919 წლებში სასტიკი დევნის შემდეგ იეჰოვამ თავისი მოწმეები, ქალის წარმომადგენლები, სულიერი გაგებით ისეთ უსაფრთხო ადგილზე მიიყვანა, როგორიც უდაბნო იყო ისრაელებისთვის. ეს მათი ლოცვების პასუხი იყო (შეადარეთ ფსალმუნის 55:6—9).
-