-
„როგორ მიყვარს შენი კანონი!“საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 სექტემბერი
-
-
„შევიყვარებ შენს წესებს“; „სული დამექანცა, რადგან ყოველთვის შენი სამართალი მწადია“; „მიყვარს შენი შეხსენებები“; „ვნატრობ შენს ბრძანებებს“; „შევიყვარებ შენს მცნებებს, მიყვარს ისინი“;
-
-
„როგორ მიყვარს შენი კანონი!“საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 სექტემბერი
-
-
გსურთ განივითაროთ მსგავსი სიყვარული? ამისათვის, უპირველესად, რეგულარულად, თუ შესაძლებელია ყოველდღიურად, უნდა იკითხოთ ბიბლია. იესო ქრისტემ თქვა: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). შემდეგ უნდა იფიქროთ წაკითხულზე. ბიბლიის მიმართ მადლიერებას გაგიღრმავებთ იმაზე ფიქრი, რასაც ის გვასწავლის ღვთის, მისი თვისებების, ნებისა და განზრახვის შესახებ (ფსალმუნი 143:5). ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მისი რჩევები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოთ (ლუკა 11:28; იოანე 13:17).
რაში დაგეხმარებათ ბიბლიისადმი სიყვარულის განვითარება? „ბედნიერნი არიან მისი [ღვთის] შეხსენებების დამცველნი“, — ნათქვამია 119-ე ფსალმუნის მე-2 მუხლში. ბიბლია დაგეხმარებათ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში (ფსალმუნები 1:1—3). თქვენ შეიძენთ სიბრძნესა და გამჭრიახობას, რისი წყალობითაც ‘ყოველ ცუდ გზას აარიდებთ ფეხს’ (ფსალმუნები 119:98—101). იმის ცოდნა, თუ როგორი პიროვნებაა ღმერთი და რა განზრახვა აქვს მას დედამიწასთან დაკავშირებით, აზრს შესძენს თქვენს ცხოვრებას და მომავლის იმედს მოგცემთ (ესაია 45:18; იოანე 17:3; გამოცხადება 21:3, 4).
-