საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა არის „ღვთის დასვენება“?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივლისი
    • პირველ რიგში, განვიხილოთ იესოს სიტყვები, რომლებიც მან თავის მოწინააღმდეგეებს უთხრა. ისინი მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ შაბათს ავადმყოფი განკურნა; იესოს მოწინააღმდეგეები განკურნებას მუშაობად თვლიდნენ. უფალმა მათ უთხრა: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“ (იოან. 5:16, 17). რის თქმა სურდა იესოს ამ სიტყვებით? მას ბრალს სდებდნენ შაბათს მუშაობაში. იესოს სიტყვები, „მამაჩემი აქამდე შრომობს“, მათ ბრალდებაზე პასუხი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესომ მათ უთხრა: „მე და მამაჩემი ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებთ. მამა შრომობს შაბათის განმავლობაში, რომელიც ათასობით წელია გრძელდება. ამიტომ ჩემთვისაც ნებადართულია, რომ შაბათს ვიშრომო“. ამგვარად, იესოს სიტყვებიდან გამომდინარე, დედამიწასთან მიმართებაში ღვთის დასვენების დიდი შაბათი, მეშვიდე დღე, მის დღეებში არ იყო დასრულებული.a

  • რა არის „ღვთის დასვენება“?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივლისი
    • 5. რა არის მეშვიდე დღის მიზანი და როდის შესრულდება ღვთის განზრახვა ბოლომდე?

      5 ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საჭიროა გავიხსენოთ მეშვიდე დღის მიზანი. დაბადების 2:3-ში ნათქვამია: „აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდად გამოაცხადა“. იეჰოვამ ეს დღე წმინდად გამოაცხადა — განწმინდა, ანუ განსაკუთრებული დანიშნულებისთვის გამოყო, რათა თავისი განზრახვა შეესრულებინა. ეს განზრახვა იმაში მდგომარეობს, რომ მორჩილმა ადამიანებმა იცხოვრონ დედამიწაზე, იზრუნონ მასზე და ყველა ცოცხალ არსებაზე (დაბ. 1:28). ამ განზრახვის განსახორციელებლად იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე, „შაბათის უფალი“, აქამდე შრომობენ (მათ. 12:8).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება