იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
კარგი საქმეები, რომლებიც დავიწყებული არ იქნება
თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ღვთისადმი მსახურებაში გააკეთოს კარგი საქმეები, რომლებიც დავიწყებული არასდროს იქნება. როგორც მშობელი არ ივიწყებს შვილის კარგ საქმეებს, ისე იეჰოვა არ ივიწყებს ჩვენს შრომასა და სიყვარულს, რომელსაც მისი სახელისთვის ვავლენთ (მათ. 6:20; ებრ. 6:10). ცხადია, ყველას განსხვავებული შესაძლებლობები და მდგომარეობა გვაქვს. მაგრამ, თუ საუკეთესოს გავიღებთ იეჰოვას მსახურებაში, ნამდვილად გვექნება სიხარულის მიზეზი (გალ. 6:4; კოლ. 3:23). წლების მანძილზე ათასობით და-ძმას უმსახურია ბეთელში. შენც შეგიძლია იმსახურო? თუ ამის შესაძლებლობა არა გაქვს, სხვები წაახალისე ამისკენ ან დაეხმარე მათ, ვინც უკვე მსახურობს ბეთელში, კვლავაც განაგრძონ თავიანთი მსახურება.
უყურე ვიდეორგოლს „მზად ხარ ბეთელში მსახურებისთვის?“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:
რამ უნდა აღძრას ქრისტიანი ბეთელში მსახურებისკენ?
როგორც და-ძმების კომენტარებიდან გამოჩნდა, რა კურთხევები ახლავს თან ბეთელში მსახურებას?
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი, ვისაც ბეთელში მსახურება სურს?
რა უნდა გააკეთო, თუ ბეთელში მსახურება გსურს?