„დედამიწის ჭარბმოსახლეობა“ არსებობს გამოსავალი?
მსოფლიოს მოსახლეობამ 1960 წელს სამ მილიარდს მიაღწია. 2000 წლისთვის კი ეს ციფრი გაორმაგდა. ერთი გაზეთის თანახმად, „კაცობრიობას ყოველ წამს 5 ახალშობილი ემატება“ („Vancouver Sun“). ახლა მსოფლიოში 23 ძალიან დიდი ქალაქია და თითოეული მათგანის მოსახლეობა ათ მილიონს აღემატება. ვარაუდობენ, რომ დედამიწის მოსახლეობა 2025 წლისთვის ათ მილიარდს მიაღწევს.
მეცნიერები შეშფოთებას გამოხატავენ იმ უარყოფითი ზეგავლენის გამო, რასაც ასეთი ზრდა მოახდენს დედამიწის ისედაც მოშლილ ეკოსისტემაზე. ყოველი ახალი მოქალაქე საჭიროებს საკვებს, წყალს და თავშესაფარს. გარდა ამისა, მოსახლეობის ზრდა მოხმარებისა და ნარჩენების ზრდას იწვევს. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ძნელია დიდი ქალაქების ზრდაზე კონტროლის შენარჩუნება. ზემოხსენებული გაზეთის თანახმად, ეს დიდი ქალაქები „შთანთქავენ უამრავი პროვინციის რესურსებს და დიდი რაოდენობით იწვევენ ტოქსიკური ნარჩენების წარმოქმნას“.
არის რაიმე გამოსავალი იმ პრობლემიდან, რასაც „დედამიწის ჭარბმოსახლეობას“ უწოდებენ? საბედნიეროდ, ბიბლია გვპირდება, რომ ღმერთი ჩაერევა ადამიანთა საქმეებში. შეიტყვეთ, როგორ გააკეთებს ის ამას და რა შედეგები მოჰყვება ამ ყოველივეს. ამის შესახებ მეტს გაიგებთ იმ წიგნით, რომელსაც „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ ეწოდება. თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ეს წიგნი, თუ შეავსებთ ქვემოთ მოცემულ ტალონს და გააგზავნით მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.