-
მიწისძვრები უფლის დღესგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
მართლაც, 1914 წელს ისეთი ძლიერი ძვრები დაიწყო, რომ მსოფლიო სცენიდან არაერთი საუკუნოვანი მონარქია გაქრა. 1917 წელს რუსეთში სოციალისტური რევოლუციის დროს ბოლშევიკების მიერ მეფის რეჟიმის დამხობამ ხანგრძლივი კონფრონტაცია წარმოშვა მარქსისტულ იდეოლოგიასა და კაპიტალიზმს შორის. პოლიტიკური ცვლილებები დღესაც არყევს მსოფლიოს. დღეს მთავრობები ერთი ან ორი წელი თუ ძლებენ. პოლიტიკურ არასტაბილურობას მარტო იტალიის შემთხვევაც ცხადყოფს; ამ ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მხოლოდ 42 წლის განმავლობაში 47-ჯერ შეიცვალა მთავრობა. ეს ცვლილებები კი გლობალურ ცვლილებას უძღვის წინ. რა იქნება ამის შედეგი? დედამიწას მხოლოდ ღვთის სამეფო უხელმძღვანელებს (ესაია 9:6, 7).
6. ა) როგორ აღწერს ჰ. ჯ. უელსი ახალ ეპოქას? ბ) რას წერენ ფილოსოფოსი ბერტრან რასელი და სახელმწიფო მოღვაწე ჰაროლდ მაკმილანი 1914 წლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე?
6 ისტორიკოსებმა, ფილოსოფოსებმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა 1914 წელს „ახალი და მნიშვნელოვანი ეპოქის დასაწყისი“ უწოდეს. ამ ეპოქის დაწყებიდან 17 წლის შემდეგ ისტორიკოსმა ჰ. ჯ. უელსმა აღნიშნა: „წინასწარმეტყველი დიდი სიამოვნებით იწინასწარმეტყველებდა კარგს, მაგრამ ის ვალდებულია, თქვას ის, რასაც ხედავს. ის ხედავს მსოფლიოს, რომელშიც ჯერ კიდევ ჯარისკაცები, პატრიოტები, მევახშეები და თაღლითები ბატონობენ; მსოფლიოს, რომელიც გაჟღენთილია უნდობლობითა და სიძულვილით; მსოფლიოს, სადაც ელვის სისწრაფით იკარგება ადამიანის თავისუფლების ცნება; მსოფლიოს, რომელიც მწვავე კლასობრივი დაპირისპირებებისკენ მიექანება და ახალი ომებისთვის ემზადება“. 1953 წელს ფილოსოფოსი ბერტრან რასელი წერდა: „1914 წლიდან ყველა, ვინც აანალიზებს მსოფლიო მდგომარეობას, დიდად შეშფოთებულია მოვლენების განვითარებით, რომლებიც გაცილებით დიდი უბედურების მომასწავებელ სასიკვდილო მარშს მოგვაგონებს. . . ისინი ხედავენ, რომ კაცობრიობა ჰგავს ერთი ბერძნული ტრაგედიის გმირს, რომელსაც მრისხანე ღმერთები მიაქანებენ და ვეღარ განაგებს თავის ბედს“. 1980 წელს ერთ-ერთი სახელმწიფო მოღვაწე ჰაროლდ მაკმილანი იხსენებდა, რა მშვიდობიანად დაიწყო XX საუკუნე: „მე იმ მსოფლიოში დავიბადე, სადაც თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა. . . მაგრამ 1914 წლის ერთ მშვენიერ დილას მოულოდნელად ყველაფერი თავდაყირა დადგა“.
7—9. ა) რა „მიწისძვრები“ არყევს საზოგადოებას 1914 წლიდან მოყოლებული? ბ) რით დამთავრდებოდა ის სოციალური რყევები, რომლებიც იესოს მოსვლის შემდეგ დაიწყო?
7 მეორე მსოფლიო ომმა რყევების მორიგი ტალღა ააგორა. მცირემასშტაბიანმა ომებმა და საერთაშორისო ტერორიზმმა შეძრა მთელი დედამიწა. ხალხის უმეტესობას აშფოთებს ბირთვული განადგურების საშიშროება. საბედნიეროდ, კაცობრიობის მომავალი ადამიანის შემოქმედის ხელშია და არა თავად ადამიანის (იერემია 17:5).
8 ომების გარდა 1914 წლიდან ბევრმა სხვა მოვლენამ შეძრა საზოგადოება. 1929 წელს ამერიკის საფონდო ბირჟამ კრახი განიცადა. ამას მოჰყვა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რამაც ყველა კაპიტალისტური ქვეყანა დააზარალა. მართალია, 1932—1934 წლებში ეს კრიზისი ჩაცხრა, მაგრამ მისი უარყოფითი შედეგი დღემდე შეიმჩნევა. ეკონომიკურად არასტაბილურ მსოფლიოში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 1929 წლიდან არაერთი დროებითი პროგრამა აამოქმედეს. სახელმწიფოები დღემდე ბიუჯეტის დეფიციტის პოლიტიკას ატარებენ. 1973 წელს ნავთობის კრიზისმა და 1987 წელს საფონდო ბირჟაზე გამართულმა სპეკულაციებმა ფინანსურად კიდევ უფრო შეარყია მსოფლიო. მილიონები ცხოვრობდნენ ბანკიდან გამოტანილი სესხის ხარჯზე. ფინანსურ მაქინაციებს, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამართულ სპეკულაციებს, ლატარეასა და სხვა ფინანსურ თაღლითობას დიდძალი ხალხი ეწირება. ხშირ შემთხვევაში ეს სახელმწიფო მხარდაჭერით ხდება, როცა სახელმწიფო თავად უნდა ზრუნავდეს თავისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ქრისტიანული სამყაროს ტელე-ევანგელისტებიც კი მრავალმილიონიან მოგებას იღებენ (შეადარეთ იერემიას 5:26—31).
9 უფრო ადრე კი ეკონომიკურმა სირთულეებმა გზა გაუხსნა მუსოლინისა და ჰიტლერს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. დიდ ბაბილონს დრო არ დაუკარგავს მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ვატიკანმა 1929 წელს კონკორდატი დადო იტალიის მთავრობასთან, 1933 წელს კი — გერმანიის მთავრობასთან (გამოცხადება 17:5). ამას მოჰყვა შავბნელი დრო, რითაც ნაწილობრივ შესრულდა წინასწარმეტყველება იესოს მოსვლის შესახებ: „ხალხები გაიტანჯებიან და არ ეცოდინებათ გამოსავალი. . . ხალხს გული წაუვა შიშით და იმის მოლოდინით, რა დაატყდება თავს მსოფლიოს“ (ლუკა 21:7—9, 25—31)c. 1914 წლიდან მოყოლებული საზოგადოებას არყევდა და კვლავაც არყევს ძლიერი „მიწისძვრები“.
-
-
მიწისძვრები უფლის დღესგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
[ჩარჩო 106 გვერდზე]
1914 წელი — ისტორიული თარიღი
ერთ-ერთ ნაშრომში („Politikens Verdenshistorie—Historiens Magt og Mening“, გამოცემულია კოპენჰაგენში 1987 წელს, გვ. 40) აღნიშნული იყო:
«XIX საუკუნეში ნათელი მომავლის რწმენა 1914 წელს დაიმსხვრა. ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე დანიელი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი პეტერ მუნკი ოპტიმისტური განწყობით წერდა: „ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ევროპის დიდ ქვეყნებს შორის ომი არ დაიწყება. ომის საშიშროება აღარც მომავალში იარსებებს. ამაზე 1871 წლიდან განვითარებული მოვლენებიც მეტყველებს“ ».
სრულიად საპირისპიროს ვკითხულობთ მის გვიანდელ მემუარებში: „1914 წელს ომმა იფეთქა. ეს თარიღი გადამწყვეტი აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში. იმ ეპოქიდან, როცა ნათელი მომავლის იმედი გვქონდა და შედარებით უსაფრთხოდ შეგვეძლო გვეცხოვრა, ჩვენ შევაბიჯეთ კატასტროფებით, საშინელებებით, სიძულვილითა და საშიშროებებით აღსავსე ეპოქაში. ვერც მაშინ იტყოდა ვერავინ და ვერც დღეს იტყვის ვინმე, ის გაუნათებელი წვდიადი, რომელმაც მაშინ მოგვიცვა, მოსპობს თუ არა ათასწლეულების განმავლობაში კაცობრიობის შექმნილ ცივილიზაციას“.
-