საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა „საიდუმლოთა განმცხადებელი“ ღმერთია
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივნისი
    • ბაბილონი — მესამე თავი

      9, 10. ა) რის ნება დართო იეჰოვამ ბაბილონელებს? ბ) რა უნდა მომხდარიყო წინასწარმეტყველების შესასრულებლად?

      9 მხეცის მესამე თავით, რომელიც იოანემ იხილა, გვევლინება სამეფო, რომლის დედაქალაქი ბაბილონი იყო. იეჰოვამ ნება დართო ბაბილონელებს, იერუსალიმი გაენადგურებინათ და ხალხი ტყვედ წაეყვანათ. თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, ღმერთი ამ უბედურების შესახებ აფრთხილებდა მოჯანყე ისრაელებს (2 მეფ. 20:16—18). მან იწინასწარმეტყველა, რომ შეწყდებოდა იმ მეფეების ხაზი, რომლებიც იერუსალიმში „იეჰოვას ტახტზე“ ისხდნენ (1 მატ. 29:23). იეჰოვამ ისიც თქვა, რომ მეფე დავითის შთამომავალი, რომელიც „კანონით უფლებამოსილი“ იქნებოდა, მოვიდოდა და ძალაუფლებას დაიბრუნებდა (ეზეკ. 21:25—27).

      10 სხვა წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ აღთქმული მესიის ანუ ცხებულის მოსვლისას იერუსალიმის ტაძარი კვლავ იქნებოდა თაყვანისმცემლობის ცენტრი (დან. 9:24—27). ისრაელების ბაბილონში ტყვედ წაყვანამდე კი ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესია ბეთლემში დაიბადებოდა (მიქ. 5:2). ეს წინასწარმეტყველებები რომ შესრულებულიყო, ისრაელები უნდა გათავისუფლებულიყვნენ ტყვეობიდან, დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში და აღედგინათ ტაძარი. მაგრამ ბაბილონელებს არ სჩვეოდათ ტყვეების გათავისუფლება. მაშ, როგორ შესრულდებოდა ეს ყველაფერი? იეჰოვამ ამ კითხვაზეც განუცხადა პასუხი თავის წინასწარმეტყველებს (ამოს. 3:7).

      11. რა და რა სახით არის წარმოდგენილი ბაბილონის იმპერია? (იხილეთ სქოლიო).

      11 ბაბილონში გადასახლებულებს შორის წინასწარმეტყველი დანიელიც იყო (დან. 1:1—6). იეჰოვამ მას დააწერინა, თუ რომელი სამეფოები გამოჩნდებოდა ამ მსოფლიო იმპერიის შემდეგ. სიმბოლოების გამოყენებით იეჰოვამ ფარდა ახადა ამ საიდუმლოს. მან მეფე ნაბუქოდონოსორს სიზმრად ანახა სხვადასხვა მეტალისგან შემდგარი უზარმაზარი ქანდაკება (წაიკითხეთ დანიელის 2:1, 19, 31—38). დანიელის მეშვეობით იეჰოვამ გაამჟღავნა, რომ ოქროს თავი ბაბილონის იმპერია იყო.b

  • იეჰოვა „საიდუმლოთა განმცხადებელი“ ღმერთია
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივნისი
    • b ბაბილონი წარმოდგენილია როგორც წიგნ „დანიელში“ მოცემული კერპის ოქროს თავით, ისე „გამოცხადებაში“ ნაჩვენები მხეცის მესამე თავით. იხილეთ გვერდები 12, 13.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება