-
შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია მსოფლიო ომიგამოიღვიძეთ! — 2009 | აგვისტო
-
-
მდგომარეობის გამწვავებაში დიდი როლი ითამაშა გერმანელების მიერ შემუშავებულმა „შლიფენის“ გეგმამ, რომელსაც ეს სახელი გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ ალფრედ ფონ შლიფენის პატივსაცემად უწოდეს. გერმანელების გეგმა ითვალისწინებდა საფრანგეთსა და რუსეთზე სწრაფ თავდასხმას. გეგმის მიზანი ასეთი იყო: გერმანიას სწრაფად უნდა დაეპყრო საფრანგეთი, სანამ რუსეთი ძალების მობილიზებას მოასწრებდა, შემდეგ კი იერიში თავად რუსეთზე მიეტანა. „[შლიფენის] გეგმის ამოქმედებამ სამხედრო ალიანსებად დაყოფილ ევროპაში გარდაუვალი გახადა ფართომასშტაბიანი ომი“ (World Book Encyclopedia).
-
-
შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია მსოფლიო ომიგამოიღვიძეთ! — 2009 | აგვისტო
-
-
რუსეთის მეფე კაიზერს არწმუნებდა, რომ მას გერმანიაზე თავდასხმა არ ჰქონდა განზრახული. მიუხედავად ამისა, რუსეთის მობილიზაციამ გერმანიას თავისი გეგმის განხორციელება დააჩქარებინა; 31 ივლისს გერმანიამ „შლიფენის“ საბრძოლო გეგმით დაიწყო მოქმედება და 1 აგვისტოს რუსეთს ომი გამოუცხადა, ორი დღის შემდეგ კი — საფრანგეთს. გერმანელთა გეგმით მათ ჯარებს ბელგიაზე უნდა გაევლოთ. ამიტომ ბრიტანეთმა გააფრთხილა გერმანია, რომ თუ ბელგიის ნეიტრალიტეტს დაარღვევდა, ბრიტანეთი მას დაუპირისპირდებოდა. გერმანელთა ჯარებმა ბელგიის საზღვარი 4 აგვისტოს გადაკვეთეს. ომის მანქანას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებდა.
-