საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია მსოფლიო ომი
    გამოიღვიძეთ! — 2009 | აგვისტო
    • ორი გასროლა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

      ევროპის ძლიერი ქვეყნების ხანგრძლივმა დაპირისპირებამ 1914 წლისთვის ორი მეტოქე ალიანსის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ერთ მხარეს იყო სამთა კავშირი — ავსტრია-უნგრეთი, იტალია და გერმანია, მეორე მხარეს კი წარმოადგენდა ანტანტის ქვეყნები — დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი. გარდა ამისა, ეს სახელმწიფოები პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად სხვა ქვეყნებთან იყვნენ დაკავშირებული, მათ შორის ბალკანეთის ქვეყნებთან.

      იმდროინდელი ბალკანეთი პოლიტიკურად არასტაბილური იყო და ძლიერი ქვეყნების ჩაგვრისგან გათავისუფლებას ლამობდა. ამის გამო ამ ტერიტორიაზე დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მრავალი საიდუმლო ორგანიზაცია შეიქმნა. ახალგაზრდებისგან შემდგარმა ერთმა ასეთმა ჯგუფმა განიზრახა, მოეკლათ ავსტრიის ერცჰერცოგი, ფრანც ფერდინანდი, რომელიც 28 ივნისს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოს უნდა სწვეოდა.a ერცჰერცოგს მცირერიცხოვანი დაცვა ახლდა თან, რამაც თავდამსხმელებს საქმე გაუადვილა. მაგრამ, როგორც ჩანს, თავდასხმის ორგანიზატორებს გამოცდილება აკლდათ. ერთმა ახალგაზრდამ პატარა ყუმბარა ისროლა, მაგრამ მიზანს ააცილა. მისი თანამზრახველები კი დაიბნენ და დათქმულ დროს სათანადოდ ვერ იმოქმედეს. შეთქმულთაგან ერთ-ერთმა, გავრილო პრინციპმა მხოლოდ შემთხვევის წყალობით შეძლო მიზნის მიღწევა.

      პრინციპმა დაინახა, რომ ერცჰერცოგმა უვნებლად განაგრძო თავისი ავტომობილით სვლა. მან ავტომობილთან მისვლა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. იმედგაცრუებულმა გზა განაგრძო და იქვე კაფეში შევიდა. თავდასხმით აღშფოთებულმა ერცჰერცოგმა მარშრუტის შეცვლა განიზრახა. მაგრამ მისმა მძღოლმა, რომელმაც არაფერი იცოდა ამ ცვლილების შესახებ, გეზი სხვა მიმართულებით აიღო, რის გამოც მას მანქანის მობრუნება მოუწია. სწორედ ამ დროს კაფედან პრინციპი გამოვიდა და დაინახა, რომ მისგან 3 მეტრის მოშორებით კაბრიოლეტში ნანატრი სამიზნე იჯდა. ორი გასროლით პრინციპმა ერცჰერცოგი და მისი მეუღლე სიცოცხლეს გამოასალმა.b ამ გულუბრყვილო სერბ ნაციონალისტს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა ამ მკვლელობას. თუმცა მხოლოდ მას არ მიუძღვის ბრალი იმ საშინელებაში, რაც ამ გასროლას მოჰყვა.

  • შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია მსოფლიო ომი
    გამოიღვიძეთ! — 2009 | აგვისტო
    • ზვავი დაიძრა

      მიუხედავად იმისა, რომ სერბიის მთავრობა ოფიციალური გამოძიებით უდანაშაულოდ ცნეს ერცჰერცოგის მკვლელობაში, ავსტრიას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაედუმებინა სლავი ხალხები. როგორც ისტორიკოსი ჯ. რობერტსი აღნიშნავს, ავსტრიას უნდოდა, რომ „ჭკუა ესწავლებინა სერბიისთვის“.

      დაძაბულობის განსამუხტავად რუსეთის ელჩი სერბიაში, ნიკოლას ჰარტვიგი, ეძებდა გზებს, რომ მხარეები კომპრომისზე წასულიყვნენ. მაგრამ, ვიდრე ავსტრიის წარმომადგენლებს შეხვდებოდა, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. 23 ივლისს ავსტრიამ სერბიას ისეთი ულტიმატუმი წაუყენა, რომლის შესრულებაც თითქმის შეუძლებელი იყო. სერბიამ ვერ შეძლო ამ მოთხოვნების შესრულება, რის გამოც ავსტრიამ მაშინვე გაწყვიტა მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. ამ გადამწყვეტ მომენტში დიპლომატია უძლური აღმოჩნდა.

      თუმცა ომის შესაჩერებლად გარკვეული მცდელობები მაინც იყო. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა წამოაყენა იდეა საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის შესახებ, გერმანიის კაიზერი კი რუსეთის მეფეს მობილიზაციის შეწყვეტას სთხოვდა. მაგრამ მოვლენების გაკონტროლება უკვე შეუძლებელი იყო. „პოლიტიკოსები, გენერლები და უბრალო ადამიანები გააოგნა იმის გაცნობიერებამ, თუ რა მასშტაბებს მიაღწევდა ის მოვლენები, რომლებიც უნდა განვითარებულიყო“ (The Enterprise of War).

      გერმანიის მხარდაჭერაში დარწმუნებულმა ავსტრიის იმპერატორმა, 28 ივლისს სერბიას ომი გამოუცხადა. რუსეთმა სერბიას დაუჭირა მხარი და ავსტრიის შესაჩერებლად დაახლოებით ერთმილიონიანი ჯარის მობილიზებას შეუდგა ავსტრიის საზღვრებთან. იმის გამო, რომ რუსეთს გერმანიასთან საზღვარი დაუცველი რჩებოდა, რუსეთის მეფე იძულებული იყო, საყოველთაო მობილიზაცია გამოეცხადებინა.

      რუსეთის მეფე კაიზერს არწმუნებდა, რომ მას გერმანიაზე თავდასხმა არ ჰქონდა განზრახული. მიუხედავად ამისა, რუსეთის მობილიზაციამ გერმანიას თავისი გეგმის განხორციელება დააჩქარებინა; 31 ივლისს გერმანიამ „შლიფენის“ საბრძოლო გეგმით დაიწყო მოქმედება და 1 აგვისტოს რუსეთს ომი გამოუცხადა, ორი დღის შემდეგ კი — საფრანგეთს. გერმანელთა გეგმით მათ ჯარებს ბელგიაზე უნდა გაევლოთ. ამიტომ ბრიტანეთმა გააფრთხილა გერმანია, რომ თუ ბელგიის ნეიტრალიტეტს დაარღვევდა, ბრიტანეთი მას დაუპირისპირდებოდა. გერმანელთა ჯარებმა ბელგიის საზღვარი 4 აგვისტოს გადაკვეთეს. ომის მანქანას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებდა.

  • შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია მსოფლიო ომი
    გამოიღვიძეთ! — 2009 | აგვისტო
    • b პრინციპმა შეცდომით ესროლა ერცჰერცოგის მეუღლეს. მას განზრახული ჰქონდა ბოსნიის მმართველის, გენერალ პოტიორეკის მოკვლა, რომელიც მათთან ერთად იჯდა ავტომობილში. მაგრამ, როგორც ჩანს, პრინციპს რაღაცამ შეუშალა ხელი.

  • შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია მსოფლიო ომი
    გამოიღვიძეთ! — 2009 | აგვისტო
    • [სურათი 19 გვერდზე]

      ერცჰერცოგ ფერდინანდის მკვლელობა

      [საავტორო უფლება]

      © Mary Evans Picture Library

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება