საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ომი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 თებერვალი
    • როგორ იმოქმედა საზოგადოებაზე პირველმა მსოფლიო ომმა? ერთ ისტორიულ ნაშრომში მოყვანილია ერთი ვეტერანის სიტყვები: „ომმა . . . თაობებს აზროვნება და ქცევები დაუმახინჯა“. მართლაც, ომმა იმპერიები დაშალა. ამ ტრაგიკული კონფლიქტით დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი საუკუნე. რევოლუციები და მუშათა გამოსვლები თითქმის უკვე ყველგან ხდებოდა.

      რატომ დააყენა ომმა თავდაყირა მთელი მსოფლიო? ამხელა უბედურება მხოლოდ შემთხვევითობა იყო? გვიმჟღავნებს ამ კითხვებზე პასუხები რამეს ჩვენს მომავალზე?

  • ნამდვილი დამნაშავე, რომელიც ომისა და ტანჯვის უკან დგას
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 თებერვალი
    • ბოლო დღეების ნიშანი

      ბიბლიური წინასწარმეტყველება გვეხმარება იმის დანახვაში, თუ რა დგას გარკვეული ისტორიული მოვლენების მიღმა. ამის თქმა განსაკუთრებით პირველ მსოფლიო ომზე შეიძლება. იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა დრო, როდესაც „ერი ერის წინააღმდეგ“ აღსდგებოდა და შიმშილი და ეპიდემიები მთელ დედამიწას წალეკავდა (მათე 24:3, 7; ლუკა 21:10, 11). მან თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ასეთი უბედურებები იქნებოდა ბოლო დღეების ნიშანი. ამ საკითხს უფრო ნათელს ჰფენს გამოცხადების წიგნი, რომელიც დედამიწაზე არსებულ უბედურებებს ზეცაში მომხდარ ომთან აკავშირებს (იხილეთ ჩარჩო „ომი დედამიწაზე და ომი ზეცაში“).

      ბიბლიის იგივე წიგნი აღწერს ოთხ მხედარს, რომელსაც ზოგჯერ აპოკალიფსის ოთხ მხედარს უწოდებენ. ოთხიდან სამი მხედარი განასახიერებს იმ ზოგ უბედურებას, რაც მანამდე იესომ იწინასწარმეტყველა — ომს, შიმშილსა და ეპიდემიებს (იხილეთ ჩარჩო „ნამდვილად გამოჩნდა ასპარეზზე ოთხი მხედარი?“). აშკარაა, რომ პირველი მსოფლიო ომით დაიწყო უბედურებების ის დრო, რომელიც დღემდე გრძელდება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამ ყველაფრის უკან სატანა დგას (1 იოანე 5:19). წაერთმევა მას ოდესმე ძალაუფლება?

      გამოცხადების წიგნი აგრეთვე გვარწმუნებს, რომ სატანას „დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). ამიტომაც არის ის დიდად განრისხებული და ენით აუწერელ უბედურებებს ახდენს დედამიწაზე. თუმცა ეს ყველაფერი იმაზეც მიანიშნებს, რომ სატანის დრო იწურება.

      ის დაამსხვრევს ეშმაკის საქმეებს

      პირველი მსოფლიო ომი გარდამტეხი მოვლენა იყო ისტორიაში. მან დასაბამი მისცა ტოტალურ ომებსა და რევოლუციებს. ამ ომმა ხალხს პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობა დაუკარგა. ეს ომი აგრეთვე იმის აშკარა მტკიცებაა, რომ სატანა ზეციდან დედამიწაზეა გადმოგდებული (გამოცხადება 12:9). ქვეყნიერების ეს უხილავი მმართველი სასტიკი დიქტატორივით მოქმედებდა, რომელმაც იცოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო. როდესაც მისი მმართველობა დასრულდება, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება ყველა ის უბედურება, რაც პირველმა მსოფლიო ომმა გამოიწვია.

      ბიბლიური წინასწარმეტყველება იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ვენდოთ იესო ქრისტეს, ჩვენს ზეციერ მეფეს, რომელიც მალე „დაამსხვრევს ეშმაკის საქმეებს“ (1 იოანე 3:8). მილიონები უკვე ლოცულობენ ღვთის სამეფოს მოსვლაზე. თქვენც ლოცულობთ? ამ სამეფოს მეშვეობით ერთგული ადამიანები იხილავენ ღვთის ნების შესრულებას დედამიწაზე (მათე 6:9, 10). ღვთის სამეფოს მმართველობისას არანაირი ომი აღარ იქნება! (ფსალმუნი 46:9). გაიგეთ მეტი ამ სამეფოს შესახებ და იხილავთ დროს, როდესაც მთელ დედამიწაზე მშვიდობა დამყარდება (ესაია 9:6, 7).

      ომი დედამიწაზე და ომი ზეცაში

      პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე დაახლოებით 19 საუკუნით ადრე სატანამ იესოს შესთავაზა „მსოფლიოს ყველა სამეფო“ (მათე 4:8, 9). იესომ არ მიიღო ეს შემოთავაზება. მოგვიანებით მან თქვა, რომ სატანა იყო „ქვეყნიერების მმართველი“ (იოანე 14:30). მოციქულმა იოანემაც დაწერა: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19).

      თუ სატანა ეშმაკს ამხელა ძალაუფლება აქვს მსოფლიოზე, განა ლოგიკური არ იქნება დავასკვნათ, რომ ის არის პასუხისმგებელი პირველ მსოფლიო ომსა და მის შედეგებზე? მართლაც, გამოცხადების წიგნი სატანას უკავშირებს იმ სავალალო მოვლენებს, რომლებიც ხდება დედამიწაზე 1914 წლიდან. აქ მოკლედ არის ჩამოთვლილი გამოცხადების მე-12 თავში აღწერილი მოვლენები:

      • მუხლი 7 „ატყდა ზეცაში ომი“ მიქაელსა (იესო ქრისტე) და დრაკონს შორის (სატანა).

      • მუხლი 9 ეშმაკი, „რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“, გადმოგდებული იქნა დედამიწაზე.

      • მუხლი 12 „ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“.

      ბიბლიური ქრონოლოგია და მსოფლიო მოვლენები მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ომი ზეცაში მოხდა 1914 წელს, როდესაც ზეცაში ღვთის სამეფო დამყარდა.a ასე რომ, სწორედ ამ გარდამტეხ წელს მოხდა ომი ზეცაშიც და დედამიწაზეც.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება