საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • მწერალმა მორის ჟენევუამ, რომელიც ამ ომის დროს ოფიცერი იყო, აღნიშნა: „ყველა დაეთანხმება იმ აზრს, რომ კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე დღე თუ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც 1914 წლის 2 აგვისტო. ჯერ ევროპა და მალე თითქმის მთელი მსოფლიო საშინელ ვითარებაში აღმოჩნდა. ხელშეკრულებები, შეთანხმებები, ზნეობრივი პრინციპები — ყველაფერი დაირღვა; დღითი დღე ყველაფერი ეჭვქვეშ დგებოდა. ეს იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ის, რასაც წინათგრძნობა კარნახობდათ და რასაც რეალურად მოელოდნენ. ამ მასშტაბური, ქაოსური და შემზარავი ომის შედეგებს დღემდე ვიმკით“ (საფრანგეთის აკადემიის წევრის მორის ჟენევუას სიტყვები ციტირებულია წიგნიდან „Promise of Greatness“, 1968 წ.).

  • ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 1979 წლის 4 აგვისტოს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 65 წლის შემდეგ, ლონდონში გამომავალ ჟურნალ „ეკონომისტში“ ნათქვამი იყო: „1914 წელს მსოფლიომ დაკარგა ერთიანობა, რომლის აღდგენაც დღემდე ვერ მოხერხდა“.

      16. პირველი მსოფლიო ომის დროს როგორ დაამტკიცა შეერთებულმა შტატებმა, რომ ორი სახელმწიფოსგან შემდგარი მსოფლიო მპყრობლის ერთი მხარე იყო?

      16 იმავე დროს, ამ დიდმა ომმა, როგორც მას მაშინ ეწოდებოდა, შეერთებულ შტატებს, ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობლის ერთ-ერთ მხარეს, ასპარეზზე გამოსვლის საშუალება მისცა. ომის პირველ წლებში საზოგადოებრივი აზრი აკავებდა შეერთებულ შტატებს კონფლიქტში მონაწილეობისგან. ისტორიკოსი ესმე უინგფილდ-სტრატფორდი წერდა: „ამ უდიდესი კრიზისის დროს ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, მოაგვარებდნენ თუ არა ბრიტანეთი და შეერთებული შტატები უთანხმოებებს და ისარგებლებდნენ თუ არა ერთიანობის უძლეველი ძალითა და ურთიერთნდობით“. მოვლენების განვითარებამ ცხადყო, რომ ისინი ასეც მოიქცნენ. 1917 წელს შეერთებული შტატები თავისი რესურსებითა და სამხედრო ძალით მხარს უჭერდა ანტანტის მოსუსტებულ წევრებს საბრძოლო მოქმედებებში. ამგვარად მეშვიდე თავი — ბრიტანეთი და შეერთებული შტატები, გამარჯვებული გამოვიდა.

      17. რა პროგრესი განიცადა სატანის ქვეყნიერებამ ომის შემდეგ?

      17 ომმა მსოფლიო ძლიერ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ სატანის ქვეყნიერება სასიკვდილოდ იყო დაჭრილი, გამოცოცხლდა და ისე გაძლიერდა, როგორც არასდროს. თვითაღდგენის ასეთი უნარით მან ხალხის აღტაცება გამოიწვია.

      18. რატომ შეიძლება ითქვას, რომ მთელი ქვეყანა „აღტაცებული გაჰყვა მხეცს“?

      18 ისტორიკოსი ჩარლზ მიი უმცროსი წერს: „ძველი წყობის ნგრევა [რაც პირველმა მსოფლიო ომმა გამოიწვია] აუცილებელი იყო იმისათვის, რომ თვითმმართველობას, ახალი ქვეყნებისა და კლასების გათავისუფლებას, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ფართო მასშტაბებისთვის მიეღწია“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება