ომი, რომელმაც გააპარტახა Xix საუკუნე
1914
ახალ ათასწლეულთან დაკავშირებით ერთ-ერთი გაზეთის (The Orlando Sentinel) მიმომხილველმა, ჩარლი რისმა, დაწერა: „1914—1918 წლების ომი, რომელმაც გააპარტახა XIX საუკუნე, არ დამთავრებულა“. რას გულისხმობდა ის? მან ახსნა: „ისტორია არ არის დამოკიდებული თარიღებზე. XIX საუკუნე — რომელიც მრწამსის, ვარაუდის, ურთიერთდამოკიდებულებისა და ზნეობის საუკუნედ განისაზღვრება — არ დასრულებულა 1901 წლის 1 იანვარს. ის 1914 წელს დასრულდა. ამავე წელს დაიწყო XX საუკუნე, რომელიც იმავენაირად განისაზღვრება. . .
ფაქტიურად, ყველა კონფლიქტი, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გვაწუხებს, ამ ომისგან მომდინარეობს. ჩვენი დროის ინტელექტუალური და კულტურული დონე ამ ომმა განაპირობა. . .
ვფიქრობ, მან იმიტომ მოიტანა ამხელა ზარალი, რომ დაამსხვრია ხალხის რწმენა იმის შესახებ, რომ ადამიანებს შეუძლიათ წარმართონ თავიანთი მომავალი. . . ომმა დაანახვა ხალხს, რომ ეს რწმენა მცდარი იყო. ვერც ერთი მხარე ვერ იფიქრებდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. მან გაანადგურა ბრიტანეთისა და საფრანგეთის იმპერიები და იმ თაობის საუკეთესო ბრიტანელი, ფრანგი და გერმანელი მამაკაცები იმსხვერპლა. . . მოკლე პერიოდის განმავლობაში მან 11 მილიონი ადამიანი შეიწირა“.
120 წელზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეები აღნიშნავენ, რომ იესოს მიერ მოხსენიებული „წარმართთა ჟამი“ 1914 წელს დასრულდა (ლუკა 21:24). მკვდრეთით აღდგენილი და განდიდებული იესო ქრისტე ამ წელს ტახტზე ავიდა როგორც ზეციერი სამეფოს მეფე. ამ სამეფოს მეშვეობით იეჰოვა ღმერთი ბოლოს მოუღებს ამ საუკუნისთვის დამახასიათებელ ყველა ტანჯვას (ფსალმუნი 36:10, 11; ეკლესიასტე 8:9; გამოცხადება 21:3, 4).
[საავტორო უფლება 32 გვერდზე]
U.S. National Archives photo