საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ომი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 თებერვალი
    • როგორ იმოქმედა საზოგადოებაზე პირველმა მსოფლიო ომმა? ერთ ისტორიულ ნაშრომში მოყვანილია ერთი ვეტერანის სიტყვები: „ომმა . . . თაობებს აზროვნება და ქცევები დაუმახინჯა“. მართლაც, ომმა იმპერიები დაშალა. ამ ტრაგიკული კონფლიქტით დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი საუკუნე. რევოლუციები და მუშათა გამოსვლები თითქმის უკვე ყველგან ხდებოდა.

  • ნამდვილი დამნაშავე, რომელიც ომისა და ტანჯვის უკან დგას
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 თებერვალი
    • მაგრამ მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე მათ ახალი უბედურება დაატყდათ თავს, უფრო მომაკვდინებელი, ვიდრე ტყვიამფრქვევები.

      ეს სასიკვდილო ეპიდემია, რომელიც „ესპანური გრიპის“ სახელითაა ცნობილი, 1918 წლის ივნისში საფრანგეთში ბრძოლის ველზე გაჩნდა. ძალიან მალე ცხადი გახდა, თუ რამდენად მომაკვდინებელი იქნებოდა ეს ვირუსი. მაგალითად, რამდენიმე თვეში, მან უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცი შეიწირა საფრანგეთში, ვიდრე ტყვიამ ომში. ომის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა ეს დაავადება თან ჩაიტანეს და ამგვარად, ის სწრაფად მოედო მთელ მსოფლიოს.

      ომმა შიმშილი და ეკონომიკური გაჭირვებაც მოიტანა. 1918 წელს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ევროპის დიდი ნაწილი შიმშილმა მოიცვა. 1923 წლისთვის გერმანული ვალუტა საერთოდ გაუფასურდა. 6 წელიწადში მთელი მსოფლიოს ეკონომიკა მოიშალა. ბოლოს კი, 1939 წელს მეორე მსოფლიო ომი გაჩაღდა, რომელიც გარკვეული სახით პირველი მსოფლიო ომის გაგრძელებას წარმოადგენდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება