საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 20. ა) რა გაგებით სცემს თაყვანს ხალხი მხეცს? ბ) რატომ არ სცემენ ქრისტიანები თაყვანს მხეცს და ვის ჰბაძავენ ისინი?

      20 რა გაგებით სცემს თაყვანს ხალხი მხეცს? ისინი ღვთის სიყვარულზე წინ თავიანთი ქვეყნის სიყვარულს აყენებენ. უმეტესობას უყვარს თავისი სამშობლო. ჭეშმარიტი ქრისტიანები კარგი მოქალაქეები არიან; ისინი პატივს სცემენ მმართველებს და უპატივცემულოდ არ ეპყრობიან თავიანთი ქვეყნის სიმბოლოებს, ემორჩილებიან კანონებს და ხელს უწყობენ როგორც მთლიანი საზოგადოების, ისე თავიანთი მეზობლების კეთილდღეობას (რომაელები 13:1—7; 1 პეტრე 2:13—17). მაგრამ ისინი ბრმა ერთგულებას ვერ გამოუცხადებენ მხოლოდ ერთ ქვეყანას. „ჩვენი ქვეყანა მაშინაც მართალია, როცა ტყუის“ — ეს გამონათქვამი არ შეესაბამება ქრისტიანულ სწავლებას. ქრისტიანები იეჰოვა ღმერთს სცემენ თაყვანს და ამიტომ ვერ მიიღებენ მონაწილეობას მხეცის ვერც ერთი ნაწილის თაყვანისცემაში, რადგან ეს თვით დრაკონის, ამ მხეცისთვის ძალაუფლების მიმცემის, თაყვანისცემის ტოლფასი იქნებოდა. ისინი არ ამბობენ აღტაცებით: „ვინ არის ამ მხეცის მსგავსი?“ ისინი იეჰოვას უზენაესობას უჭერენ მხარს და ამგვარად მიქაელს ჰბაძავენ, რომლის სახელიც ნიშნავს „ვინ არის ღვთის მსგავსი?“

  • ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 1914 წლის ბოლოდან 1918 წლამდე, როცა ომში ჩაბმული ერები მხეცებივით გლეჯდნენ ერთმანეთს, თავიანთ მოქალაქეებს აიძულებდნენ, თაყვანი ეცათ მხეცისთვის, მონაწილეობა მიეღოთ რელიგიასთან გაიგივებულ ნაციონალიზმში და მომკვდარიყვნენ კიდეც საკუთარი ქვეყნისთვის.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება