საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ნოემბერი
    • რა სახის მელანსა და კალამს იყენებდნენ ბიბლიურ დროში?

      ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ მოციქული იოანე თავის მესამე წერილს შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არ მსურს, მელნითა და კალმით განვაგრძო წერა“. ბერძნული სიტყვები, რომლებიც იოანემ ამ მუხლში გამოიყენა, სიტყვასიტყვით ნიშნავს, რომ მას აღარ სურდა, გაეგრძელებინა წერა „ჭვარტლითა [მელნითა] და ლერწმით“ (3 იოანე 13, „ბერძნული წერილების სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“).

  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 ნოემბერი
    • ბიბლიურ დროში მელანი წარმოადგენდა ჭვარტლისა და რბილი ფისის ნარევს. ეს უკანასკნელი ამ ნაერთს კრავდა. ასეთი მელანი მყარი სახით იყიდებოდა და სასურველი სისქის სითხის მისაღებად წყალს ამატებდნენ. ასეთი მელნით ადვილად წერდნენ პაპირუსსა და პერგამენტზე. გარდა ამისა, პაპირუსისა და პერგამენტის ზედაპირი მას არ შეიწოვდა. სწორედ ამის წყალობით, მწერალს ნებისმიერი შეცდომის გასწორება შეეძლო სველი ღრუბლით, რომელიც მისი საწერი მოწყობილობების განუყოფელი ატრიბუტი იყო. რადგანაც ბიბლიის დამწერებისთვის ცნობილი იყო მელნის ეს თავისებურება, გასაგებია, თუ რას გულისხმობდნენ ისინი, როცა ამბობდნენ, რომ სიცოცხლის წიგნიდან სახელები ამოიშლებოდა (გამოსვლა 32:32, 33; გამოცხადება 3:5).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება