საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სხეულის გამოკვლევა ქირურგიული ჩარევის გარეშე
    გამოიღვიძეთ! — 2008 | ნოემბერი
    • კომპიუტერული ტომოგრაფია

      როგორ ხდება ამ მეთოდით ორგანიზმის გამოკვლევა? კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირება არის კვლევის უფრო რთული მეთოდი, რომლის დროსაც უფრო დიდი ინტენსივობით გამოიყენება რენტგენის სხივები და, აგრეთვე, სპეციალური სენსორები. პაციენტს აწვენენ მაგიდაზე, რომელსაც შემდეგ ათავსებენ აპარატის მილში. გამოსახულებები წარმოიქმნება გამოსხივების შედეგად წარმოქმნილი უამრავი ვიწრო სხივებითა და დეტექტორების გამოყენებით, რომლებიც პაციენტის გარშემო 360 გრადუსით ტრიალებს. ეს პროცესი იმის მსგავსია, რომ პური დავჭრათ თხელ ნაჭრებად და შემდეგ სათითაო ნაჭერს სურათი გადავუღოთ. კომპიუტერი ერთად კრებს გადაღებულ სურათებს და ექიმს შესაძლებლობა ეძლევა, რომ კარგად დაინახოს პაციენტის შინაგანი ორგანოების თითოეული დეტალი. დღეს უახლესი აპარატურის გამოყენებით სხეულის გასაშუქებლად საჭირო აღარ არის მრავალი ცალკეული სურათის გადაღება. ნაცვლად ამისა, ორგანიზმის გამოსაკვლევად კეთდება სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირება, რის შედეგადაც გადაღებული სურათები მუშავდება კომპიუტერში. ეს ძალიან აჩქარებს გამოკვლევის პროცესს. რამდენადაც კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირება დეტალურ ინფორმაციას იძლევა ორგანიზმის შესახებ, ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ მკერდის, მუცლის ღრუსა და ჩონჩხის გამოსაკვლევად, აგრეთვე სიმსივნის დიაგნოზის დასასმელად და ამა თუ იმ დაავადების აღმოსაჩენად.

      რისკი: კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირების დროს პაციენტი ჩვეულებრივ გამოსხივების იმაზე დიდ დოზას იღებს, ვიდრე ეს რენტგენის სხივებით გაშუქებისას ხდება. ასეთი დასხივების დროს არსებობს სიმსივნის გაჩენის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი რისკი. პაციენტი უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა ამ მეთოდის გამოყენება. ზოგ პაციენტს ალერგია აქვს რენტგენოკონტრასტული საშუალებების მიმართ, რომლებიც ჩვეულებრივ იოდს შეიცავს. ზოგიერთს შესაძლოა თირკმლებიც კი დაუზიანდეს. თუ ის დედები, რომლებსაც ჩვილი ბავშვები ჰყავთ, რენტგენოკონტრასტულ საშუალებებს გამოიყენებენ, შეიძლება უმჯობესი იყოს, რომ მათ 24 საათის განმავლობაში ბავშვს ძუძუ არ მოაწოვონ.

      დადებითი მხარე: კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირება უმტკივნეულო და არაინვაზიურია. ამ მეთოდის გამოყენებით მიიღება ორგანიზმის დეტალური მონაცემები, რომლებიც კომპიუტერში სამგანზომილებიან გამოსახულებებს ქმნის. სკანირება საკმაოდ სწრაფად და ადვილად ხდება. მისი გამოყენებით ექიმს შეუძლია დაინახოს, აქვს თუ არა პაციენტს რაიმე შინაგანი დაზიანება. კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითად არ მოქმედებს კარდიოსტიმულატორზე ან სხვა მსგავს აპარატებზე.

  • სხეულის გამოკვლევა ქირურგიული ჩარევის გარეშე
    გამოიღვიძეთ! — 2008 | ნოემბერი
    • [სურათი 12 გვერდზე]

      კტ

      [საავტორო უფლება]

      © Philips

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება