დედის სიყვარულზე ძლიერი სიყვარული
დედები ახალდაბადებულ ბავშვებს მეტროებში, საპირფარეშოებში ან ხალხმრავალ ქუჩებში ტოვებენ. დროდადრო მენაგვეები სანაგვე ყუთებშიც პოულობენ დედის მოლოდინში ტირილისგან გადაღლილ ჩვილ ბავშვებს. ერთ გაზეთში ნათქვამია: „იზრდება ქუჩებში გადაყრილი ბავშვების რიცხვი“ (O Estado de S. Paulo). რასაკვირველია, ახალგაზრდა დედამ მოგვიანებით შეიძლება ინანოს თავისი საქციელის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი შეიძლება მოკვდეს, ის მაინც აგდებს ჩვილს.
ალბათ, გაიკვირვებთ: „როგორ შეიძლება დედას საკუთარი შვილის მიტოვების აზრმა გაუელვოს თავში და უპატრონოდ მიაგდოს ის?“ ბიბლია ასეთ სამწუხარო მდგომარეობას მეტაფორად იყენებს, რომ დაგვანახვოს, თუ რამდენად მკვეთრად გამოირჩევა ჩვენი შემოქმედის გრძნობები, საკუთარი შვილების მიმართ: „განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ“ (ესაია 49:15).
ნამდვილად, ნებისმიერ დედაზე მეტად ღმერთს ვუყვარვართ და თანაგვიგრძნობს გაჭირვებისას. ახალგაზრდა ხართ თუ ხნიერი, როგორი პრობლემებიც უნდა გქონდეთ, თქვენ არა ხართ მარტო. თქვენს შემოქმედს სურს, რომ დაგეხმაროთ; ის დაინტერესებულია თქვენი კეთილდღეობით. ფსალმუნმომღერალმა თქვა: ‘რომც დამაგდოს ჩემმა დედ-მამამ, უფალი მიმიღებს მე’ (ფსალმუნი 26:10).
მთელ მსოფლიოში გამოიცემა ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, რომ მიიღოთ შემეცნება ‘ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის’, იეჰოვას, და მისი ძის, იესო ქრისტეს, შესახებ, რაც საუკუნო სიცოცხლეს მოუტანს მათ, რომლებიც მთელი გულით მიიღებენ მას (იოანე 17:3).