სათაო ფურცელი/გამომცემლობა
იეჰოვას მოწმეების წელიწდეული — 2008
მოცემულია 2007 სამსახურებრივი წლის ანგარიში
ეს წიგნი ეკუთვნის ․․․․․․․․․․․․․․․․․
„მტკიცედ იდექით და იხილავთ იეჰოვასგან ხსნას“ (გამ. 14:13).
მდგომარეობა უიმედო ჩანდა. დაახლოებით სამი მილიონი კაცი, ქალი და ბავშვი მომწყვდეულები იყვნენ წითელი ზღვის დასავლეთ სანაპიროსთან. იეჰოვამ ეგვიპტელებს ათი სასჯელი დაატეხა, რის გამოც განრისხებული და დამცირებული ფარაონი ჯარით დაედევნა ისრაელებს როგორც მშიერი ლომი, რომელიც უმწეო მსხვერპლის ხელში ჩაგდებას ლამობს. ისრაელები შიშმა შეიპყრო. „ნუ გეშინიათ. მტკიცედ იდექით და იხილავთ იეჰოვასგან ხსნას . . . იეჰოვა იბრძოლებს თქვენთვის“, — უთხრა მოსემ ხალხს (გამ. 14:13, 14).
იეჰოვამ თავისი დიდებული ძალით გაყო წითელი ზღვა და იხსნა ისრაელი. მას არაერთხელ დაუხსნია თავისი ხალხი გამოუვალი მდგომარეობიდან! იეჰოვა დღესაც იბრძვის თავისი მსახურებისთვის, რასაც „წელიწდეულში“ მოთხრობილი მრავალი შემთხვევა მოწმობს. დაე, ზემოხსენებულმა 2008 წლის მუხლმა განგიმტკიცოთ იეჰოვას დაპირებებისადმი რწმენა და მისი ხელმძღვანელობისადმი ნდობა.
[სურათის საავტორო უფლებები 2 გვერდზე]
Photo Credits: Page 66: Chukchi: © B&C Alexander/Arcticphoto.com; page 254: Sunset: Photo: www.comstock.com