საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა აუწყებს „დასაბამიდან უკანასკნელს“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 ივნისი
    • 1, 2. რატომ არის აღსანიშნავი ბაბილონის დაცემასთან დაკავშირებული მოვლენები და რას ცხადყოფს ეს ფაქტი იეჰოვას შესახებ?

      ღამის სიბნელეში მტრის ჯარისკაცები მდინარე ევფრატის კალაპოტში ჩუმად მიიწევენ წინ თავიანთი მიზნის შესასრულებლად — ძლევამოსილი ბაბილონის ასაღებად. ქალაქის შესასვლელთან ისინი საოცარ რამეს ხედავენ — ბაბილონის კედლებში დატანებული უზარმაზარი კარიბჭე ღიაა! მდინარის კალაპოტიდან ისინი მაღლა ადიან და ქალაქში შედიან. ქალაქი მაშინვე ეცემა. მტრის ჯარის წინამძღოლი კიროსი ხელთ იგდებს ქვეყანას, მოგვიანებით კი ისრაელი ტყვეების გათავისუფლების ბრძანებას გამოსცემს. ათასობით გადასახლებული სამშობლოში ბრუნდება, რათა იერუსალიმში იეჰოვას თაყვანისმცემლობა აღადგინონ (2 ნეშტთა 36:22, 23; ეზრა 1:1—4).

      2 ძველი წელთაღრიცხვით 539—537 წლებში მომხდარი ეს მოვლენები ახლა ისტორიულად არის დადასტურებული. ისინი აღსანიშნავია იმით, რომ მათ შესახებ დაახლოებით 200 წლით ადრე იყო ცნობილი. იეჰოვამ ამდენი ხნით ადრე შთააგონა წინასწარმეტყველ ესაიას, აღეწერა ბაბილონის დაცემა (ესაია 44:24—45:7). ღმერთმა წინასწარ გაამხილა არა მარტო ბაბილონის დაცემასთან დაკავშირებული მოვლენები, არამედ ქალაქის დამპყრობთა წინამძღოლის სახელიცa.

  • იეჰოვა აუწყებს „დასაბამიდან უკანასკნელს“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 ივნისი
    • 6. როგორ ჰქონდა წარმატება ბაბილონის დაცემასთან დაკავშირებით იეჰოვას „გადაწყვეტილებას“?

      6 წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით იეჰოვამ თქვა: „ჩემი გადაწყვეტილება აღსრულდება და ყოველივე ჩემს ნება–სურვილს აღვასრულებ“ (ესაია 46:10ბ). ღვთის „გადაწყვეტილებაში“ — ბაბილონთან დაკავშირებით მის ნებაში ანუ განზრახვაში — შედიოდა სპარსეთიდან კიროსის მოხმობა, რათა მას ბაბილონი დაეპყრო და დაემხო. იეჰოვამ ეს განზრახვა დიდი ხნით ადრე გააცხადა. როგორც აღინიშნა, ეს წინასწარმეტყველება ძვ. წ. 539 წელს ზუსტად შესრულდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება