-
წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 4გამოიღვიძეთ! — 2011 | თებერვალი
-
-
სანდო ისტორია
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მეფე კიროს II-მ ებრაელები ბაბილონის ტყვეობიდან გაათავისუფლა და მათ იერუსალიმში დაბრუნებისა და ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელების მიერ განადგურებული ღვთის ტაძრის აშენების ნებართვა მისცა (ეზრა 1:1—7; 6:3—5). ამ ფაქტს ადასტურებს კიროსის თიხის ცილინდრი, რომელიც ძველი ბაბილონის ნანგრევებში 1879 წელს აღმოაჩინეს. ცილინდრზე გაკეთებულ წარწერაში მოხსენიებულია კიროსის სახელი და აღწერილია მისი პოლიტიკური კურსი, რომლის თანახმადაც ის დაპყრობილ ხალხებსა და მათ რელიგიურ ნივთებს სამშობლოში აბრუნებდა.
-