საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • 10. სანდოობა
    გამოიღვიძეთ! — 2018 | No. 2
    • იყავი სანდო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, კადრების სპეციალისტების 78 პროცენტი თვლის, რომ ადამიანის დასასაქმებლად სამი ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთი სწორედ სანდოობა. თუ ადრეული ასაკიდანვე განივითარებ ამ თვისებას, მთელი ცხოვრება გამოგადგება.

      „მშობლებს მხედველობიდან არ რჩებათ, როცა პასუხისმგებლობით ვეკიდები ყველაფერს, რასაც მავალებენ და წამდაუწუმ არ მჭირდება მათი შეხსენება. ისინი ჩემ მიმართ მეტ ნდობას ავლენენ, როცა ხედავენ, რომ რაღაცის გასაკეთებლად თავად ვიჩენ ინიციატივას“ (სარა).

      ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ვიცი, იმაზე მეტს გააკეთებ, ვიდრე გთხოვ“ (ფილიმონი 21).

      იყავი მომთმენი. სხვები ადვილად ამჩნევენ შენს ფიზიკურ ზრდას, რასაც ვერ ვიტყვით ემოციურ და გონებრივ განვითარებაზე, რადგან ამის დანახვას დრო სჭირდება.

      „თუ ერთხელ გაამართლებ მშობლებისა თუ სხვების ნდობას, ეს არ ნიშნავს, რომ უკვე სანდო ადამიანის რეპუტაცია შეიქმენი. ნდობა რომ მოიპოვო, ყოველთვის ასე უნდა მოიქცე“ (ბრენდონი).

      ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „შეიმოსეთ . . . სულგრძელობით“ (კოლოსელები 3:12).

  • 11. შრომისმოყვარეობა
    გამოიღვიძეთ! — 2018 | No. 2
    • გვინდა თუ არა, პასუხისმგებლობებს ვერსად გავექცევით. დღეს ბევრს არ უყვარს შრომა, ამიტომ თუ გამრჯე იქნები, ეს შენთვისვე იქნება კარგი (ეკლესიასტე 3:13).

      „ერთ რამეს მივხვდი: როცა მუყაითი ხარ, ღირსების გრძნობა გიმაღლდება და შინაგან კმაყოფილებას გრძნობ. ამიტომაც შემიყვარდა შრომა. მეტიც, თუ შრომისმოყვარე იქნები, კარგი რეპუტაცია გექნება“ (რეიონი).

      ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ყოველგვარი შრომა სასარგებლოა“ (იგავები 14:23).

      ᲔᲪᲐᲓᲔ, ᲐᲡᲔ ᲛᲝᲘᲥᲪᲔ

      ქვემოთ მოყვანილი რჩევების გათვალისწინება დაგეხმარება, შეიყვარო შრომა.

      ეცადე, ნებისმიერი საქმე ხარისხიანად შეასრულო. მნიშვნელობა არა აქვს, სახლის საქმეს აკეთებ, საშინაო დავალებებს ამზადებ თუ სამსახურში რაღაც გაქვს გასაკეთებელი, საქმე მთელი მონდომებით აკეთე. მას შემდეგ, რაც დავალებას თავს გაართმევ, იფიქრე, როგორ გაუმჯობესდე, მაგალითად, უფრო სწრაფად ან უფრო ხარისხიანად შეასრულო ის. რაც უფრო გაიწაფები, მით მეტ სიამოვნებას მოგანიჭებს შენი საქმე.

      ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „გინახავს თავისი საქმის მცოდნე კაცი? მეფეთა წინაშე წარდგება იგი და არა უბრალო ხალხის წინაშე!“ (იგავები 22:29).

      შეეცადე, მთლიანი სურათი დაინახო. თითქმის ყოველთვის, როცა დავალებებს პირნათლად ასრულებ, სხვებისთვისაც მოგაქვს სიკეთე. მაგალითად, თუ სახლის საქმეებს დაუზარებლად და გულდასმით გააკეთებ, ოჯახის წევრებს ტვირთს შეუმსუბუქებ.

      ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

      ნუ დაკმაყოფილდები მცირედის კეთებით. ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ იმის კეთებით დაკმაყოფილდე, რასაც გავალებენ, შეეცადე, უფრო მეტი გააკეთო. ამგვარად აჩვენებ, რომ შენი ცხოვრების ბატონ-პატრონი ხარ — იმიტომ კი არ აკეთებ მეტს, რომ ვალდებული ხარ, არამედ იმიტომ, რომ თავად გინდა, ასე მოიქცე (მათე 5:41).

      ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „შენი კეთილი საქმე ნებაყოფლობითი იყოს და არა ნაძალადევი“ (ფილიმონი 14).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება