საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კიდევ რამდენ ხანს იარსებებენ ბოროტები?
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 თებერვალი
    • იეჰოვა დაუჯერებელ ‘რასმე მოქმედებს’

      8, 9. რა დაუჯერებელ „რასმე“ აკეთებს იეჰოვა?

      8 ხილვაში აბაკუმი ხედავს, რომ ცრუ ღვთაების თაყვანისმცემლები იეჰოვა ღმერთს შეურაცხყოფენ. ნახეთ, რას ეუბნება მათ იეჰოვა: „შეხედეთ ხალხებს, დააკვირდით [მათ]“. აბაკუმს, ალბათ, უკვირს, რატომ მიმართავს ღმერთი იმ ბოროტ ადამიანებს ასე. შემდეგ ესმის, კიდევ რას ეუბნება იეჰოვა მათ: „განცვიფრდით, რადგან ისეთ რასმე მოვიმოქმედებ თქვენს დროში, ამბად გაგონილსაც არ დაიჯერებთ“ (აბაკუმი 1:5). დიახ, იეჰოვა ისეთ რამეს აკეთებს, რის დაჯერებაც მათთვის ძნელია. მაგრამ რას?

      9 აბაკუმი ყურადღებით ისმენს ღვთის შემდეგ სიტყვებს, რომლებიც აბაკუმის 1:6—11-შია ჩაწერილი. ეს იეჰოვას ცნობაა, რომლის შესრულებასაც ვერც რომელიმე ცრუ ღმერთი და ვერც უსიცოცხლო კერპები ვერ შეუშლის ხელს: „აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, ხალხს სასტიკსა და ფიცხელს, და მოივლიან მთელს დედამიწას, რომ დაეპატრონონ საცხოვრებლებს, რომლებიც მათ არ ეკუთვნით. საშიშია და შემზარავი, მისგან გამოდის მსჯავრი და სასჯელი. ჯიქზე უსწრაფესია მისი ცხენები, ბინდის მგლებივით მზერამახვილნი; დაჯირითობენ მისი მხედრები, მოგრიალდებიან მხედრები შორიდან, მოფრინდებიან მსხვერპლს დაღირებული არწივებივით. ერთიანად მოდის საალაფოდ, აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული, და ქვიშასავით მიხვეტავს ტყვეებს. ამასხრებს მეფეებს და მთავრებს საცინად იგდებს; დასცინის ყოველ ციხე-სიმაგრეს, მიწაყრილებს ახვავებს მათ ასაღებად. მაშინ მოიცემს გულს, საზღვარს გადავა და შესცოდავს. მისი ძალა კი მის ღმერთშია“.

      10. ვინ აამხედრა იეჰოვამ?

      10 ეს უზენაესისგან ძლიერი წინასწარმეტყველური გაფრთხილებაა! იეჰოვა ამხედრებს ქალდეველებს, ბაბილონში მცხოვრებ სასტიკ ერს. ისინი „მოივლიან მთელს დედამიწას“ და უამრავ საცხოვრებელს დაისაკუთრებენ. რა თავზარდამცემია! ეს ბრბო „საშიშია და შემზარავი“. ამ ხალხს საკუთარი დაუნდობელი კანონები აქვს. „მისგან გამოდის მსჯავრი და სასჯელი“.

      11. როგორ აღწერდით ბაბილონელების იუდას წინააღმდეგ გალაშქრებას?

      11 ბაბილონის ცხენები ჯიქებზე უსწრაფესნი არიან, ცხენოსნები კი — ბინდში მონადირე მშიერ მგლებზე სასტიკნი. შეუპოვრად ‘დაჯირითობენ მათი მხედრები’. შორეული ბაბილონიდან ისინი იუდასკენ მიჰქრიან. ქალდეველები მალე ისე დააცხრებიან თავიანთ მსხვერპლს, როგორც არწივები — გემრიელ საკვებს. მაგრამ იქნება თუ არა ეს მხოლოდ რამდენიმე ჯარისკაცის მიერ იუდაელთა ხანმოკლე დარბევა? რა თქმა უნდა, არა! ეს ხალხი „ერთიანად მოდის საალაფოდ“, როგორც უზარმაზარი გამანადგურებელი ბრბო. ისინი აღმოსავლეთის ქარის სისწრაფით დასავლეთით, იუდასა და იერუსალიმისკენ, მიეშურებიან. ბაბილონის ჯარი „ქვიშასავით მიხვეტავს ტყვეებს“.

      12. როგორია ბაბილონელთა განწყობილება და რაში ‘სცოდავს’ ეს მრისხანე მტერი?

      12 ქალდეველები ამასხრებენ მეფეებს და დასცინიან მთავრებს, რომელთაც არ შეუძლიათ მათი სასტიკი თავდასხმის მოგერიება. მათი ჯარი „დასცინის ყოველ ციხე-სიმაგრეს“, რადგან ნებისმიერი ციხე-სიმაგრე ეცემა, როდესაც ბაბილონელები ‘მიწაყრილებს ახვავებენ’ თავს დასასხმელად. იეჰოვას მიერ დათქმულ ჟამს ეს მრისხანე მტერი „საზღვარს გადავა“. იუდასა და იერუსალიმზე იერიშის მიტანისას ქალდეველთა ჯარი „შესცოდავს“, რადგან ღვთის ხალხს მიაყენებს ზიანს. გამარჯვებისას მათი მხედართმთავარი დაიკვეხნის, რომ ‘ძალა მის ღმერთშია’. მაგრამ, სინამდვილეში, მას ბევრი რამ არ ესმის!

  • კიდევ რამდენ ხანს იარსებებენ ბოროტები?
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 თებერვალი
    • [სურათი 10 გვერდზე]

      აბაკუმმა იწინასწარმეტყველა უბედურებები, რომლებსაც იუდას ბაბილონელები დაატეხდნენ თავს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება