საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დაუბრუნდით იეჰოვას თაყვანისმცემლობას
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 1. რა ჰქვია ბაბილონელთა ორ მთავარ ღვთაებას და რა არის ნაწინასწარმეტყველები მათ შესახებ?

      ბაბილონის ტყვეობაში ისრაელი ერი ცრუ თაყვანისმცემლობით იქნება გარემოცული. ესაიას დღეებში ისინი ჯერ ისევ თავიანთ მიწაზე ცხოვრობენ, სადაც ტაძარიც აქვთ და სამღვდელოებაც ჰყავთ. მიუხედავად ამისა, ღვთისადმი მიძღვნილ ერში ბევრი კერპთაყვანისმცემლობას იწყებს. როგორც ჩანს, საჭიროა ხალხის წინასწარ მომზადება, რათა არ შეუშინდნენ ბაბილონელთა ცრუ ღმერთებს და თაყვანი არ სცენ მათ. ამიტომაც ესაია ბაბილონელთა ორი მთავარი ღვთაების შესახებ წინასწარმეტყველებს: „ჩაიღუნა ბელი, მოიკაკვა ნებო; მათი კერპები მხეცებს და პირუტყვებს აჰკიდეს. მძიმეა თქვენი სატარებელი, როგორც დაქანცული ცხოველის ტვირთი!“ (ესაია 46:1). ბელი ქალდეველთა უზენაესი ღვთაებაა. ნებოს კი სიბრძნისა და ცოდნის ღმერთად განადიდებენ. ამ ორ ღვთაებას ხალხი დიდ პატივს მიაგებს, რაც შესანიშნავად ჩანს იქიდან, რომ მათი სახელებიდან ბაბილონელთა მრავალი საკუთარი სახელია ნაწარმოები. მაგალითად შეგვიძლია ბელშაცარი, ნაბოფალასარი, ნაბუქოდონოსორი და ნაბუზარადინი მოვიყვანოთ.

      2. როგორ არის ხაზგასმული ბაბილონელთა ღმერთების უმწეობა?

      2 ესაია ამბობს, რომ ბელი „ჩაიღუნა“, ხოლო ნებო „მოიკაკვა“. ამ ცრუ ღმერთებს დამცირება ელის. როდესაც იეჰოვა განაჩენს აღასრულებს ბაბილონზე, ისინი თავიანთ თაყვანისმცემლებს ვერ დაეხმარებიან. ეს ღმერთები თავის დახსნასაც კი ვერ შეძლებენ! ბელსა და ნებოს აღარასდროს გადაასვენებენ საპატიო ადგილზე, როგორც, მაგალითად, ბაბილონელთა ახალი წლის სადღესასწაულო პროცესიების დროს ხდებოდა. ამ კერპების ჩვეულებრივი ტვირთივით გადატანა მოუწევთ მათ თაყვანისმცემლებს. ერთ დროს განდიდებული ღმერთები დამცირებული და შეურაცხყოფილი აღმოჩნდებიან.

      3. ა) რა დასცემს თავზარს ბაბილონელებს? ბ) რას ვსწავლობთ იქიდან, რაც ბაბილონელთა ღმერთებს დაემართა?

      3 რა თავზარდამცემი იქნება ბაბილონელთათვის იმის დანახვა, რომ მათი სათაყვანო კერპები მხოლოდ ქანცგაწყვეტილი პირუტყვის სატარებელი ტვირთი ყოფილა!

  • დაუბრუნდით იეჰოვას თაყვანისმცემლობას
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • [სურათები 94 გვერდზე]

      ბაბილონი თავისმა ღმერთებმა ვერ გადაარჩინეს განადგურებას.

  • დაუბრუნდით იეჰოვას თაყვანისმცემლობას
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 4. რა გაგებით „მოიკაკვნენ“ და „ჩაიღუნენ“ ბაბილონელთა ღმერთები?

      4 წინასწარმეტყველება კვლავ ამხელს ბაბილონელთა ცრუ ღმერთების სრულ უძლურებას და მათ შესახებ იუწყება: „მოიკაკვნენ, ჩაიღუნენ ერთიანად, ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა და თავადაც ტყვეობაში წავიდნენ“ (ესაია 46:2). ბაბილონელთა ღმერთები ‘მოკაკვულან’ და ‘ჩაღუნულან’, თითქოს ბრძოლაში დაჭრილი ან სიბერისგან დაუძლურებული იყვნენ. ისიც კი არ შეუძლიათ, რომ ტვირთი შეუმსუბუქონ ან გაქცევაში დაეხმარონ თავიანთ მზიდავ ცხოველებს. განა პატივი უნდა მიაგოს მათ იეჰოვასთან კავშირით შეკრულმა ერმა, მიუხედავად იმისა, რომ ბაბილონის ტყვეობაშია? არა!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება