საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მეფის რწმენა ჯილდოვდება
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • 28. რა შეცდომას უშვებს ხიზკიაჰუ აზროვნებაში სასწაულებრივად განკურნებიდან მცირე ხანში?

      28 ხიზკიაჰუ ღვთის ერთგულია, მაგრამ ის არასრულყოფილია. იეჰოვას მიერ განკურნებიდან მცირე ხანში მეფე სერიოზულ შეცდომას უშვებს აზროვნებაში. ესაია ამბობს: „ამ დროს გამოუგზავნა მეროდახ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ხიზკიაჰუს წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო და მომაგრდა. გაიხარა ხიზკიაჰუმ და დაათვალიერებინა მათ თავისი საუნჯე — ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, ძვირფასი ზეთი, საჭურველის სახლი და ყველაფერი, რაც კი მის საგანძურებში იპოვებოდა. ერთი ნივთიც არ დარჩენილა არც მის სახლში და არც მთელს მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინოს მათთვის ხიზკიაჰუს“ (ესაია 39:1, 2)b.

      29. ა) რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი, რის გამოც ხიზკიაჰუმ ბაბილონელებს თავისი სიმდიდრე აჩვენა? ბ) რა იქნება ხიზკიაჰუს მიერ აზროვნებაში დაშვებული შეცდომის შედეგი?

      29 აშური ანგელოზის მიერ სასტიკი დამარცხების შემდეგაც კი მრავალ ქვეყანას, მათ შორის ბაბილონსაც, უქმნის საფრთხეს. ალბათ, ხიზკიაჰუს უნდა, შთაბეჭდილება მოახდინოს ბაბილონის მეფეზე და მისი მოკავშირე გახდეს. მაგრამ იეჰოვას არ სურს, რომ იუდაელებმა მტრებთან შეკრან კავშირი; მას სურს, რომ ხალხმა მხოლოდ მასზე დაამყაროს იმედი! ესაიას მეშვეობით იეჰოვა მომავალს უწინასწარმეტყველებს ხიზკიაჰუს: „დადგება ჟამი და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე მოუხვეჭავს, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩება... წაასხამენ შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ, და საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში“ (ესაია 39:3—7). დიახ, ის ხალხი, რომელზეც ხიზკიაჰუ შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა, გაძარცვავს იერუსალიმს და მონებად აქცევს მის მცხოვრებლებს. საგანძურის ჩვენებით ხიზკიაჰუ უფრო მეტად აღუძრავს მადას ხარბ ბაბილონელებს.

      30. როგორ გამოავლინა ხიზკიაჰუმ სწორი განწყობილება?

      30 როგორც ჩანს, მეორე ნეშტთას 32:26 იმ შემთხვევას ეხება, როდესაც ხიზკიაჰუმ ბაბილონელებს საგანძური აჩვენა: „მოდრკა იეხიზკიაჰუ თავის დიდგულობაში და მასთან ერთად იერუსალიმის ყველა მკვიდრი, და აღარ დასტყდომიათ ღვთის რისხვა იეხიზკიაჰუს დღეებში“.

      31. როგორ განვითარდა მოვლენები ხიზკიაჰუსთვის და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?

      31 არასრულყოფილების მიუხედავად, ხიზკიაჰუ ღვთისადმი რწმენას ამჟღავნებდა. მას ესმოდა, რომ მისი ღმერთი, იეჰოვა, გრძნობების მქონე რეალური პიროვნება იყო. გასაჭირში ხიზკიაჰუ მხურვალედ ლოცულობდა, და იეჰოვა უსმენდა მას. იეჰოვამ მშვიდობით აკურთხა მეფის სიცოცხლის დარჩენილი წლები, რისთვისაც ის მადლობელი იყო (ესაია 39:8).

  • მეფის რწმენა ჯილდოვდება
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
    • b სანხერიბის დამარცხების შემდეგ მეზობელმა ერებმა ოქრო-ვერცხლი და სხვა ძვირფასეულობა მიართვეს ხიზკიაჰუს. მეორე ნეშტთა 32:22, 23, 27-ში ვკითხულობთ, რომ „დიდზე დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა იეხიზკიაჰუს“ და რომ „ამაღლდა იგი ყველა ხალხის თვალში“. ამ ძღვენით ის თავისი საგანძურის შევსებას შეძლებდა, რომელიც აშურელთათვის ხარკის გადახდის დროს დააცარიელა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება