საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მოიპოვეთ ღვთის კეთილგანწყობა და იცხოვრეთ მარადიულად!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 თებერვალი
    • 1, 2. რა სთხოვა ელიამ სარეფთელ ქვრივს, და რაში დაარწმუნა იგი?

      ისრაელში შიმშილობის პერიოდი იდგა. სარეფთელი ქვრივი ქალი შეშას აგროვებდა, თავისთვის და თავისი შვილისთვის საჭმელი რომ მოემზადებინა. ამ დროს ღვთის წინასწარმეტყველი ელია მიადგა მას და წყალი და პური სთხოვა. ქალი წყალს კი მიუტანდა, მაგრამ საჭმელი თავისთვისაც აღარ ჰყოფნიდა. მას ‘ერთი მუჭა ფქვილიღა ჰქონდა დიდ ქილაში და ცოტა ზეთი პატარა ქილაში’. ქვრივი საგონებელში ჩავარდა, რა უნდა გაენაწილებინა წინასწარმეტყველისთვის, როცა თვითონაც ნახევრად მშივრები იყვნენ (1 მეფ. 17:8—12).

      2 ელიამ დაჟინებით სთხოვა მას: «ჯერ მე გამომიცხვე პატარა კვერი, მომიტანე და მერე მოამზადე რამე შენთვის და შენი შვილისთვის. ასე თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „დიდ ქილაში ფქვილი არ გამოილევა და პატარა ქილაში ზეთი არ დაიკლებს იმ დღემდე, სანამ არ აწვიმებს იეჰოვა მიწის პირს“» (1 მეფ. 17:13, 14).

      3. რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ თითოეული ჩვენგანი?

      3 სინამდვილეში ქვრივი უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იდგა. მას მხოლოდ ის კი არ უნდა გადაეწყვიტა, გაუნაწილებდა თუ არა უკანასკნელ ლუკმას წინასწარმეტყველს, არამედ იეჰოვასთვისაც უნდა დაემტკიცებინა, რომ ენდობოდა მას. ერწმუნებოდა ქვრივი იეჰოვას სიტყვებს, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ღმერთი იხსნიდა მას და მის ვაჟს შიმშილით სიკვდილისგან? თუ ღმერთთან ურთიერთობის გაფუჭების და მისი კეთილგანწყობის დაკარგვის ფასად დროებით დაიკმაყოფილებდნენ ფიზიკურ მოთხოვნილებას?

  • მოიპოვეთ ღვთის კეთილგანწყობა და იცხოვრეთ მარადიულად!
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 თებერვალი
    • 20, 21. ა) როგორ მოიქცა სარეფთელი ქვრივი, და როგორ განვითარდა მოვლენები მის სასარგებლოდ? ბ) როგორ და რატომ უნდა მივბაძოთ სარეფთელ ქვრივს?

      20 დაფიქრდით, რა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საბოლოოდ ადამი და ევა, და როგორ აკურთხა ღმერთმა სტატიის დასაწყისში მოხსენიებული სარეფთელი ქვრივი. წინასწარმეტყველ ელიას გამამხნევებელი სიტყვების მოსმენისთანავე ქალი საქმეს შეუდგა და პირველად პატარა კვერი ელიას გამოუცხო. ამის შემდეგ იეჰოვამ შეუსრულა მას ელიას პირით მიცემული დანაპირები. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ჭამდა რამდენიმე ხანს ქალი, მისი სახლეულობა და ელია. დიდ ქილაში ფქვილი არ ილეოდა და პატარა ქილაში ზეთი არ იკლებდა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი ელიას პირით“ (1 მეფ. 17:15, 16).

      21 დღეს მილიარდობით ადამიანიდან ცოტა თუ იქცევა სარეფთელი ქვრივივით. ეს ქალი ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა გადაარჩენდა და ასეც მოხდა — იეჰოვამ არ მიატოვა ის გასაჭირში. ეს და კიდევ მრავალი სხვა ბიბლიური შემთხვევა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ნდობას (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 21:43—45; 23:14 ). თანამედროვე იეჰოვას მოწმეების შემთხვევებიც ცხადყოფს, რომ ღმერთი არასდროს მიატოვებს მათ, ვინც მის კეთილგანწყობას იმსახურებს (ფსალმ. 34:6, 7, 17—19).a

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება