საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დიდი ბაბილონის დასჯა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი შეიძულებენ მეძავს, ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“ » (გამოცხადება 17:15, 16).

      16. რატომ ვერ დაუჭერენ მხარს დიდ ბაბილონს მისი დამცავი წყლები, როცა მსოფლიო მმართველები თავს დაესხმებიან მას?

      16 როგორც ძველი ბაბილონი იყო დაიმედებული დამცავ წყლებზე, ისე დიდი ბაბილონი ამყარებს იმედს თავის უამრავ მიმდევარზე, „ხალხებზე, ჯგუფებზე, ერებსა და ენებზე“. ანგელოზი ტყუილუბრალოდ არ ამახვილებს ჩვენს ყურადღებას ამ „წყლებზე“. მოგვიანებით ის ჰყვება, რა უჩვეულოდ განვითარდება მოვლენები: დედამიწის მმართველები გააფთრებით დაესხმებიან თავს დიდ ბაბილონს.

  • დიდი ბაბილონის დასჯა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 17. ა) რატომ ვერ იხსნის დიდ ბაბილონს სიმდიდრე? ბ) რა სამარცხვინო აღსასრული ელის დიდ ბაბილონს? გ) ვინ შეუერთდება ათი რქით წარმოდგენილ ერებს დიდი ბაბილონის განადგურებაში?

      17 დიდ ბაბილონს ვერც დიდძალი სიმდიდრე უშველის. შესაძლოა მან კიდეც დააჩქაროს მისი განადგურება. როგორც ხილვიდან ჩანს, როცა მხეცი და ათი რქა დიდ ბაბილონს თავიანთ რისხვას დაანთხევენ, მას სამეფო სამოსელსა და სამკაულებს შემოაძარცვავენ. ისინი გაძარცვავენ მას, გააშიშვლებენ, შეარცხვენენ და სააშკარაოზე გამოიტანენ მის საქმეებს. რა საშინელი აღსასრული ელის ბაბილონს! ეს განადგურება მართლაც სამარცხვინო იქნება. მხეცი და ათი რქა „მის ხორცს შეჭამენ“ და მისგან მხოლოდ ძვალიღა დარჩება, ბოლოს კი „ცეცხლში დაწვავენ“. მას დაწვავენ როგორც ჭირიანს და დამარხვასაც არ აღირსებენ.

  • დიდი ბაბილონის დასჯა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • ძვ. წ. 607 წელს იეჰოვამ ნაბუქოდონოსორი აღძრა, რომ სულიერი გაგებით მეძავი ქალაქისთვის ‘ტანსაცმელი გაეხადა, წაეღო მისი ლამაზი ნივთები და შიშველ-ტიტველი დაეტოვებინა’ (ეზეკიელი 23:4, 26, 29). ძველი იერუსალიმი თანამედროვე ქრისტიანულ სამყაროს განასახიერებს. იეჰოვა იერუსალიმის მსგავსად დასჯის ქრისტიანულ სამყაროსა და სხვა ცრუ რელიგიებს, რასაც იოანეს ხილვებიც ადასტურებს. ძვ. წ. 607 წელს გაპარტახებული და გაუდაბურებული იერუსალიმი წარმოდგენას გვიქმნის, თუ რას დაემსგავსება სიმდიდრედაკარგული და საჯაროდ შერცხვენილი ქრისტიანული სამყარო. არც დიდი ბაბილონის სხვა რელიგიებს დაადგებათ კარგი დღე.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება