საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სამეფოს დაარსება ზეცაში
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • „გამოდით მისგან, ჩემო ხალხო“!

      15. რა დასკვნამდე მივიდნენ ბიბლიის მკვლევრები დროთა განმავლობაში? (იხ. აგრეთვე სქოლიო).

      15 ბიბლიის მკვლევრებს მიაჩნდათ, რომ აუცილებელი იყო ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. „საგუშაგო კოშკის“ 1879 წლის გამოცემაში ნახსენები იყო „ბაბილონური ეკლესია“. რას გულისხმობდა ეს ტერმინი — რომის პაპის ინსტიტუტსა და კათოლიკურ ეკლესიას? საუკუნეების მანძილზე პროტესტანტულ მიმდინარეობებს მიაჩნდათ, რომ „ბაბილონი“ კათოლიკური ეკლესიის პირველსახე იყო. მაგრამ რაც შეეხება ბიბლიის მკვლევრებს, დროთა განმავლობაში ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თანამედროვე „ბაბილონში“ ქრისტიანული სამყაროს ყველა ეკლესია შედიოდა, ვინაიდან ყველა მათგანი ზემოხსენებულ სიცრუეს ასწავლიდა.b ჩვენს პუბლიკაციებში თანდათანობით იკვეთებოდა ის აზრი, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ბაბილონური ეკლესიების გულწრფელი მრევლი.

      16, 17. ა) რისკენ მოუწოდებდა „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ III ტომი და „საგუშაგო კოშკი“ ხალხს? ბ) რატომ არ გაისმოდა თავიდან ცრუ რელიგიასთან კავშირის გაწყვეტის მოწოდება მკაფიოდ? (იხ. სქოლიო).

      16 „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ III ტომში, რომელიც 1891 წელს გამოიცა, ღვთის მიერ თანამედროვე ბაბილონის უარყოფის საკითხი განიხილებოდა. მასში აღნიშნული იყო: „მთელი სისტემა [ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები] უარყოფილია“. წიგნში აგრეთვე ნათქვამი იყო: „ვინც არ იზიარებს მის ცრუ სწავლებებს და ვისაც არ მოსწონს მისი საქმეები, უნდა გამოეყოს მას“.

      17 ათას ცხრაასი წლის იანვრის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა სტატია მათ შესახებ, ვინც ჯერ კიდევ ქრისტიანული ეკლესიების მრევლში ირიცხებოდა და თავს ასე იმართლებდა: „მე მთლიანად ვიზიარებ ჭეშმარიტებას და სხვა შეხვედრებს იშვიათად ვესწრები“. სტატიაში დასმული იყო შემდეგი კითხვა: „რამდენად მართებულია სანახევროდ ვიყოთ ბაბილონში? ითხოვს . . . და იწონებს ღმერთი ამას? ცხადია, არა! ის, ვინც ამა თუ იმ რელიგიურ მიმდინარეობას შეუერთდა და ოფიციალურად გახდა მისი წევრი, ვალდებულია ერთგულად დაიცვას მისი წევრობის პირობები, ვიდრე . . . საჯაროდ არ იტყვის უარს ამ მიმდინარეობის წევრობაზე“. დროის სვლასთან ერთად ეს მოწოდება სულ უფრო მკაფიოდ გაისმოდა.c იეჰოვას მსახურებს ცრუ რელიგიასთან ყოველგვარი კავშირი უნდა გაეწყვიტათ.

      18. რატომ იყო სავალდებულო „დიდი ბაბილონიდან“ გამოსვლა?

      18 არაერთხელ რომ არ გაჟღერებულიყო გაფრთხილება „დიდი ბაბილონიდან“ გამოსვლის შესახებ, მზად დახვდებოდა ახალგამეფებულ ქრისტეს ცხებულ მსახურთა ჯგუფი დედამიწაზე? რასაკვირველია არა, რადგან იეჰოვას თაყვანისცემა „სულითა და ჭეშმარიტებით“ მხოლოდ იმ ქრისტიანებს შეუძლიათ, ვისაც საერთო არაფერი აქვთ ბაბილონთან (იოან. 4:24). გვაქვს ჩვენც მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ ცრუ რელიგიისგან შორს დავიჭიროთ თავი? მოდი, ყოველთვის დავემორჩილოთ მოწოდებას: „გამოდით მისგან, ჩემო ხალხო“! (წაიკითხეთ გამოცხადების 18:4).

  • სამეფოს დაარსება ზეცაში
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • b ბიბლიის მკვლევრები აუცილებლობად თვლიდნენ იმ რელიგიური ორგანიზაციებისგან გამოყოფას, რომლებიც ქვეყნიერებასთან მეგობრობდნენ, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში თანამორწმუნეების გარდა ქრისტიან ძმებად სხვა რწმენის ადამიანებსაც მიიჩნევდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ სწამდათ გამოსასყიდის და ღვთისადმი მიძღვნილნი იყვნენ.

      c ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თავიდან ცრუ რელიგიასთან კავშირის გაწყვეტის მოწოდება მკაფიოდ არ გაისმოდა, ის იყო, რომ ამ მოთხოვნას, ძირითადად, ქრისტეს მცირე სამწყსოს, 144 000-ის წევრები უყენებდნენ თავიანთ თავს. მე-5 თავიდან გავიგებთ, რომ 1935 წლამდე გამოცხადების 7:9, 10-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხი“ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მრავალრიცხოვანი მრევლი ეგონათ; როგორც ფიქრობდნენ, ეს „უამრავი ხალხი“ მეორეხარისხოვანი ზეციერი კლასი იქნებოდა, რადგან ქრისტეს ბოლომდე დაუჭერდა მხარს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება