საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ეზრა“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 იანვარი
    • ტაძრის აღდგენა

      ეზრა (1:1—6:22).

      კიროსის მიერ გამოცემული ბრძანების შემდეგ დაახლოებით 50 000 იუდეველი, მმართველ ზერუბაბელის ანუ შეშბაცარის წინამძღოლობით ბაბილონიდან იერუსალიმში ბრუნდება. სამშობლოში დაბრუნებულები დაუყოვნებლივ აგებენ სამსხვერპლოს და იეჰოვას მსხვერპლს სწირავენ.

      მომდევნო წელს ისრაელები იეჰოვას სახლის ასაშენებლად საძირკვლის ჩაყრას იწყებენ. მტრები ხელის შეშლას ცდილობენ და ბოლოს იმას აღწევენ, რომ სამეფო ბრძანება გამოდის მშენებლობის შესაჩერებლად. წინასწარმეტყველები ანგია და ზაქარია ხალხს მოუწოდებენ, აკრძალვის მიუხედავად განაგძრონ ტაძრის აღდგენა. მოწინააღმდეგეებს ეშინიათ, წინ აღუდგნენ სპარსეთის მეფის, კიროსის, მიერ გამოცემულ უცვლელ ბრძანებას და ამიტომ საქმეში აღარ ერევიან. ოფიციალური გამოკვლევის შედეგად, პოულობენ კიროსის ბრძანებას „ღვთის სახლის თაობაზე იერუსალიმში“ (ეზრა 6:3). ტაძრის აღდგენა შეუფერხებლად გრძელდება და მთავრდება.

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ეზრა“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 იანვარი
    • 3:8—10; 4:23, 24; 6:15, 16. რამდენი წელი დასჭირდა ტაძრის აღდგენას? ტაძრის საძირკვლის ჩაყრა „მათი მისვლის მეორე წელს“, ძვ. წ. 536 წელს დაიწყეს. ძვ. წ. 522 წელს, არტაქსერქსეს (ართახშასთა) მეფობის პერიოდში ტაძრის მშენებლობა შეწყდა. აკრძალვა ძვ. წ. 520 წლამდე, დარიოსის მეფობის მეორე წლამდე, გაგრძელდა. დარიოსის მეფობის მეექვსე წელს, ძვ. წ. 515 წელს, ტაძრის აღდგენა დასრულდა (იხილეთ ჩარჩო სათაურით „სპარსეთის მეფეები ძვ. წ. 537—467 წლებში.“). ამგვარად, ტაძრის აღდგენას დაახლოებით 20 წელი დასჭირდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება