-
სულიერი მშენებლობა „ქვის სახლში“საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 თებერვალი
-
-
რატომ ჰქვია ამ ქვეყანას „ქვის სახლი“? 1867 წელს მონადირე და მკვლევარი ადამ რენდერსი წააწყდა ქვის დიდ ნაგებობებს, რომლებსაც 720-ზე მეტი ჰექტარი ეკავა. ის მოგზაურობდა აფრიკის ველებზე, სადაც, ჩვეულებრივ, ტალახითა და ბოძებით ნაგები სახლები ჩალით იყო გადახურული. და, აი, უდიდესი ქვის ქალაქის ნანგრევებს მიადგა. ამ ქალაქს დღეს დიდ ზიმბაბვეს უწოდებენ.
ეს ნანგრევები მდებარეობს იმ ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, რომელიც დღეს მასვინგოს სახელით არის ცნობილი. ზოგი კედლის სიმაღლე 9 მეტრს აღემატება. კედლები ნაგებია გრანიტის ქვებით დუღაბის გამოყენების გარეშე. ნანგრევებს შორის წამომართულია კონუსის ფორმის უჩვეულო კოშკი, რომლის საძირკვლის სიმაღლე 11 მეტრი, ხოლო დიამეტრი 6 მეტრია. დღემდე არავინ იცის, რა დანიშნულება ჰქონდა ამ ნაგებობებს. ეს ნაგებობები ახ. წ. VIII საუკუნით თარიღდება, მაგრამ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტებიც, რომ იქაურობა ასობით წლით ადრე იყო დასახლებული.
-
-
სულიერი მშენებლობა „ქვის სახლში“საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 თებერვალი
-
-
[სურათი 9 გვერდზე]
კონუსის ფორმის კოშკი.
-
-
სულიერი მშენებლობა „ქვის სახლში“საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 თებერვალი
-
-
[სურათის საავტორო უფლებები 9 გვერდზე]
Ruins with steps: ©Chris van der Merwe/AAI Fotostock/age fotostock; tower inset: ©Ingrid van den Berg/AAI Fotostock/age fotostock
-