-
‘სიცოცხლე ახლა’ სრულად ვხარობ მისით!საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ივნისი
-
-
აქედან მალე სამხრეთ როდეზიაში (ახლანდელი ზიმბაბვე) დაგვნიშნეს.
ჩვენ მატარებლით ვიმგზავრეთ და ბულავაიოში ჩასვლამდე პირველად მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ თვალი შეგვევლო დიდებულ ჩანჩქერ ვიქტორიასთვის. გარკვეული პერიოდით მაკლაკების ოჯახში დავრჩით, რომლებიც იმ მოწმეებს შორის იყვნენ, ვინც იქ პირველად დასახლდა. გვქონდა ბედნიერება, რომ შემდგომი 16 წლის განმავლობაში კარგად გავცნობოდით მათ.
ცვლილებებთან შეგუება
ორკვირიანი მომზადების გავლის შემდეგ, — რომლის განმავლობაშიც გავეცანი იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას აფრიკაში, — საოლქო ზედამხედველად დამნიშნეს. აფრიკის მივარდნილ ადგილებში ქადაგება თან წყლის, საკვების, ქვეშაგების, ტანსაცმლის, კინოპროექტორის, ელექტროგენერატორის, დიდი ეკრანისა და სხვა აუცილებელი ნივთების ტარებას ნიშნავდა. ყოველივე ეს სატვირთო მანქანაში ისე კომპაქტურად იყო ჩაწყობილი, რომ ოღრო–ჩოღრო გზებზე სიარული შესაძლებელი ყოფილიყო.
მე აფრიკელ სარაიონო ზედამხედველებთან ერთად ვმსახურობდი, ჯოისი კი სიამოვნებით ეხმარებოდა მათ ცოლებსა და შვილებს, რომლებიც ასევე შემოგვიერთდნენ მსახურებაში. აფრიკის ველზე სიარული შეიძლება დამღლელიც იყო, განსაკუთრებით კი ცხელ ამინდში, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ამ კლიმატში ჩემს ფიზიკურ უძლურებებს ადვილად ვუმკლავდებოდი, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვიყავი.
ხალხი ძირითადად ღარიბი იყო. ბევრი მათგანი ტრადიციებს იცავდა, ჩაფლული იყო ცრუმორწმუნეობასა და პოლიგამიაში, მაგრამ ისინი ძალიან აფასებდნენ ბიბლიას. ზოგიერთ ადგილებში კრებები ტარდებოდა დიდი ხეების ჩრდილქვეშ და საღამოობით შუქი საკიდი ლამპრებიდან მოდიოდა, რომლებშიც ზეთი იყო ჩასხმული. ჩვენ ყოველთვის გვიჩნდებოდა მოკრძალების გრძნობა, როდესაც ღვთის სიტყვას ვსწავლობდით ვარსკვლავებით მოჭედილი ღია ცის ქვეშ, რაც ღვთის შემოქმედების ასე ბრწყინვალე ნაწილია.
აფრიკაში ასევე დაუვიწყარი იყო საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილმების ჩვენება. კრება შეიძლება 30 მოწმისგან შედგებოდა, მაგრამ ასეთი შემთხვევების დროს ვიცოდით, რომ შეიძლება 1 000–ზე მეტი ადამიანი მოსულიყო!
ტროპიკებში, რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანი დროდადრო ავად გახდეს, მაგრამ დადებითი განწყობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. მე და ჯოისმა ვისწავლეთ სირთულეებისთვის თავის გართმევა — მე ვუმკლავდებოდი მალარიის შემოტევებს, ჯოისი კი ამებით გამოწვეულ დაავადებას.
მოგვიანებით სოლზბერის (ახლანდელი ჰარარე) ფილიალში დაგვნიშნეს, სადაც იეჰოვას სხვა ერთგულ მოწმეებთან ერთად მსახურება პატივი იყო ჩვენთვის. ამ მსახურთა შორის იყვნენ ლესტერ დეივი და ჯორჯ და რუბი ბრედლები. მთავრობამ ქორწინების რეგისტრირების უფლება მომცა, რაც საშუალებას მაძლევდა ოფიციალურად გამეფორმებინა აფრიკელი ძმების ქორწინება და ამგვარად კრებაში ქრისტიანული ქორწინების კვანძები განმემტკიცებინა. რამდენიმე წლის შემდეგ, სხვა პატივი მხვდა წილად, კერძოდ, მომენახულებინა ისეთი კრებები, სადაც ბანტუს ენაზე არ ლაპარაკობდნენ. ათწლეულების განმავლობაში მე და ჯოისი ამ მსახურების წყალობით ვხარობდით ძმებთან ურთიერთობითა და მათი სულიერი წინსვლით. ამ პერიოდში ჩვენ ასევე ვინახულებდით ძმებს ბოსტვანასა და მოზამბიკში.
-
-
‘სიცოცხლე ახლა’ სრულად ვხარობ მისით!საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ივნისი
-
-
[სურათები 27 გვერდზე]
მსახურება დაშორებულ ტერიტორიაზე (ზემოთ) და სამხრეთ როდეზიის კრებაში, ახლანდელი ზიმბაბვე (მარცხნივ).
-