საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შვილების აღზრდა აფრიკაში ძნელბედობის ჟამს
    გამოიღვიძეთ! — 1999 | ნოემბერი 8
    • საფრთხის წინაშე უკან დაბრუნებისას

      მომბასაში ჩასვლისას ჩვენი მანქანა წამოვიყვანეთ და გეზი სამხრეთისკენ ავიღეთ, სადაც მივუყვებოდით ქვიშიან სანაპირო გზას. როცა ტანგას მივაღწიეთ, მანქანის ძრავამ გვიმტყუნა. ფაქტობრივად არანაირი მატერიალური სახსრები არ გაგვაჩნდა, მაგრამ ჩვენი ნათესავი მამაკაცი და კიდევ სხვა მოწმე დაგვეხმარა გამოსავლის მოძებნაში. სანამ მომბასაში ვიმყოფებოდით, ერთმა ძმამ ფინანსური დახმარება შემოგვთავაზა, იმ შემთხვევაში, თუ გავემგზავრებოდით სომალიში საქადაგებლად. მაგრამ მე კარგად ვერ ვგრძნობდი თავს, ამიტომ ჩვენი სურვილი იყო სახლში, სამხრეთ როდეზიაში, დაბრუნება.

      ტანგანიიკადან გადავედით ნიასალენდში და მივადექით ნიასას ტბის დასავლეთ მხარეს, რომელსაც ამჟამად მალავის ტბა ჰქვია. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ მეგონა ვკვდებოდი. ბერტს ვთხოვე, გზაზე გადმოვესვი. რადგანაც ქალაქ ლილონგვესთან ახლოს ვიყავით, მან იქაურ საავადმყოფოში წამიყვანა. როცა მორფის ინექცია გამიკეთეს, ცოტა შვება ვიგრძენი. რადგან მე აღარ შემეძლო მანქანით მგზავრობა, ბერტიმ და ბავშვებმა განაგრძეს გზა და 400 კილომეტრი გაიარეს ბლანტაირამდე. სამი დღის შემდეგ ნათესავი მამაკაცი დამეხმარა, რომ გადავფრენილიყავი იქ და მათ შევერთებოდი. ბლანტაირიდან სოლზბერში გადავფრინდი, ხოლო ბერტმა და ბავშვებმა მანქანით გამოიარეს ეს გზა.

      როგორი შვება ვიგრძენით, როდესაც ყველამ სოლზბერში მოვიყარეთ თავი, ჩვენი ქალიშვილის, პოლინისა, და მისი მეუღლის სახლში! 1963 წელს ჩვენი ნაბოლარა შვილი, ენდრიუ შეგვეძინა. ფილტვებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო გვეგონა, რომ მოკვდებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა.

  • შვილების აღზრდა აფრიკაში ძნელბედობის ჟამს
    გამოიღვიძეთ! — 1999 | ნოემბერი 8
    • შვილების აღზრდა აფრიკაში ძნელბედობის ჟამს

      მოგვითხრო კარმენ მაკლაკიმ

      იდგა 1941 წელი. მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. მე 23 წლის ავსტრალიელი დედა ვიყავი, მაგრამ სამხერთ როდეზიის ქალაქ გველოში (ამჟამად გვერუ ზიმბაბვეში) ჩემს ხუთი თვის ბავშვთან ერთად ციხეში ვიჯექი. ჩემი მეუღლე კი სოლზბერის (ამჟამად ჰარარე) ციხეში იმყოფებოდა. ჩვენს ორ სხვა შვილს, რომელთაგანაც პირველი ორის, ხოლო მეორე სამი წლის იყო, ჩემი ორი მოზარდი გერი უვლიდა. ნება მიბოძეთ, აგიხსნათ, როგორ აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში.

  • შვილების აღზრდა აფრიკაში ძნელბედობის ჟამს
    გამოიღვიძეთ! — 1999 | ნოემბერი 8
    • სამხრეთ როდეზიაში გადასვლა

      ბოლოს, ბერტის ძმამ, ჯეკმა, შემოგვთავაზა, ერთად წამოგვეწყო სარისკო სამუშაო ფილაბუსთან (სამხრეთ როდეზია) მდებარე ოქროს საბადოზე. მე და ბერტი გავემგზავრეთ იქ პიტერთან ერთად, რომელიც იმ დროს ერთი წლის იყო; დედაჩემი კი დროებით ლაიელსა და დონოვანს უვლიდა. როცა მივადექით მდინარე უმზინგვანეს, წყალი ადიდებული დაგვხვდა და მისი გადაკვეთა ბორნის საშუალებით მოგვიწია, რომელზე მიბმული ბაგირიც მდინარის ერთი ნაპირიდან მეორემდე იყო გადაჭიმული. იმ დროს 6 თვის ფეხმძიმე ვიყავი პოლინზე და პიტერი მკერდზე მაგრად მყავდა მიხუტებული. ეს გადასვლა საშიში იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბაგირი თითქმის წყალს ეხებოდა შუა მდინარეში. გარდა ამისა, ეს ხდებოდა შუაღამეს და, თანაც, კოკისპირულად წვიმდა. მდინარის გადაკვეთის შემდეგ ნათესავის სახლამდე რომ მიგვეღწია, დაახლოებით ორი კილომეტრის გავლა მოგვიწია ფეხით.

      მოგვიანებით დავიქირავეთ ფერმერის ძველი, ტერმიტებით სავსე სახლი. ჩვენ ძალიან ცოტა ავეჯი გვქონდა; ზოგიერთი მათგანი დავამზადეთ ყუთებისგან, რომლებშიც ასაფეთქებელი მოწყობილობები ინახებოდა. პოლინი ხშირად ავად გვიხდებოდა, რადგან ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება ემართებოდა. ჩვენ კი წამლის ფულიც არ გვქონდა. მე სასოწარკვეთილი ვიყავი, მაგრამ მადლობელი ვართ, რომ პოლინი რამდენჯერმე სიკვდილს გადარჩა.

      მე და ბერტს გვაპატიმრებენ

      თვეში ერთხელ ჩვენი სახლიდან დაახლოებით 80 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ბულავაიოში მივემგზავრებოდით, რომ ბანკისთვის ოქრო მიგვეყიდა. აგრეთვე მივდიოდით ფილაბუსთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ გვანდაში, რათა საკვები მოგვემარაგებინა და მონაწილეობა მიგვეღო მსახურებაში. 1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, სამქადაგებლო საქმიანობა სამხრეთ როდეზიაში ოფიციაულურად აიკრძალა.

      ცოტა ხნის შემდეგ გვანდაში ქადაგების დროს დამაპატიმრეს. იმ დროს მესამე შვილზე, ესტრელაზე, ვიყავი ფეხმძიმედ. სანამ ჩემს საჩივარს განიხილავდნენ, ბერტიც დააპატიმრეს ქადაგების გამო და სოლზბერის ციხეში ჩასვეს, რომელიც ჩვენი სახლიდან დაახლოებით 300 კილომეტრით იყო დაშორებული.

      იმ პერიოდში ჩვენს ოჯახში რთული მდგომარეობა იყო: პიტერი დიფთერიით იყო დაავადებული და ბულავაიოს საავადმყოფოში იწვა. საეჭვო იყო, გადარჩებოდა თუ არა. მე ახალი ნამშობიარები ვიყავი და ჩემმა მეგობარმა საავადმყოფოდან ციხეში წამიყვანა, რომ ბერტისთვის მეჩვენებინა ესტრელა, მისი ახალშობილი ქალიშვილი. მოგვიანებით, როცა ჩემი საჩივარი უარყოფილ იქნა, ჩემს მიმართ კეთილგანწყობილმა შეძლებულმა ინდოელმა მაღაზიის მფლობელმა სათავდებო გირაო გადამიხადა, რის შემდეგაც დროებით გამანთავისუფლეს. დრომ რომ მოაწია, სამი პოლიციელი მოვიდა ჩემს წასაყვანად ციხეში. მათ მომცეს არჩევნის უფლება. მე შემეძლო ჩემი ხუთი თვის ბავშვი წამეყვანა ციხეში ან დამეტოვებინა სახლში, სადაც ლაიელი და დონოვანი მოუვლიდნენ. ვამჯობინე თან წამეყვანა.

      საპატიმროში ტანსაცმლის დაკერება და გასუფთავება დამევალა. ესტრელას მოვლაში ძიძა მეხმარებოდა. ის იყო ჩემი ახალგაზრდა თანაპატიმარი, სახელად მატოსი, რომელსაც ქმრის მკვლელობისთვის მუდმივი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. როცა გაიგო, რომ მათავისუფლებდნენ, ტირილი დაიწყო, რადგან ვეღარ შეძლებდა ესტრელას მოვლას. ციხის ზედამხედველმა ქალმა სასაუზმოდ მიმიყვანა და შემდეგ მატარებელში ჩამსვა, რათა ბერტი მომენახულებინა სოლზბერის ციხეში.

      სანამ მე და ბერტი ციხეში ვიყავით, პატარა პიტერსა და პოლინზე ლაიელი და დონოვანი ზრუნავდნენ. თუმცა დონოვანი მხოლოდ 16 წლის იყო, ის განაგრძობდა ჩვენ მიერ წამოწყებულ ოქროს სამთომომპოვებლურ მრეწველობასთან დაკავშირებულ საქმიანობას. როცა ბერტი გაათავისუფლეს, გადავწყვიტეთ ბულავაიოში გადასვლა, რადგან მაღაროში მუშაობა აღარ იყო შემოსავლიანი. ბერტმა რკინიგზაზე იშოვა სამუშაო; ჩვენი შემოსავალი გაიზარდა, როცა ახლად დაუფლებული ხელობის წყალობით მეც ამოვუდექი მხარში და მკერავად დავიწყე მუშაობა.

      ბერტი რკინიგზაზე მემოქლონედ მუშაობდა, რაც იმდენად მნიშვნელოვან საქმედ ითვლებოდა, რომ ამის გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ომის წლებში დაახლოებით თორმეტამდე თეთრკანიანი მოწმე ჩვენს პატარა საძინებელ ოთახში ესწრებოდა შეხვედრებს; რამდენიმე შავკანიანი და-ძმა კი სხვა ადგილზე იკრიბებოდა იმავე ქალაქში. მაგრამ ამჟამად იეჰოვას მოწმეთა 46-ზე მეტი კრებაა ბულავაიოში, სადაც გაერთიანებული არიან როგორც თეთრკანიანი, ისე შავკანიანი მოწმეები.

      ომის შემდგომ პერიოდში მსახურება

      ომის შემდეგ ბერტმა რკინიგზის უფროსობას სთხოვა, სამუშაოდ მოზამბიკის საზღვართან მდებარე მშვენიერ ქალაქ უმტალში (ახლანდელი მუტარე) გადაეყვანათ. ჩვენ გვსურდა გვემსახურა იქ, სადაც სამეფოს მქადაგებლების დიდი საჭიროება იყო და უმტალი სწორედ შესაფერის ადგილად მივიჩნიეთ, რადგან ამ ქალაქში არ იყვნენ მოწმეები. იქ ჩვენი ხანმოკლე ყოფნის დროს ჰოლტხაუზენების მთელი ოჯახი, ხუთი ვაჟიშვილის ჩათვლით, მოწმეები გახდნენ. ამჟამად ამ ქალაქში 13 კრებაა!

      1947 წელს გადავხედეთ ჩვენს შესაძლებლობებს, რომ განგვესაზღვრა, შეეძლო თუ არა ბერტს, განეგრძო პიონერული საქმიანობა. ლაიელი, რომელიც დაბრუნდა სამხრეთ აფრიკიდან, სადაც პიონერად მსახურობდა, მხარს უჭერდა ამ გადაწყვეტილებას. იმ პერიოდში დონოვანი სამხრეთ აფრიკაში მსახურობდა პიონერად. როცა კეიპტაუნში არსებულმა ფილიალის ბიურომ შეიტყო ბერტის გადაწყვეტილების შესახებ, სთხოვა, ამის ნაცვლად ლიტერატურის საწყობი გაეხსნა ბულავაიოში. ამიტომ მან დატოვა რკინიგზა და იქ გადავედით. ამის შემდგომ მალე სამხრეთ როდეზიიდან ბულავაიოში ჩამოვიდნენ პირველი მისიონერები, რომელთა შორის იყვნენ ერიკ კუკი, ჯორჯ და რუბი ბრედლები, ფილის კაიტი და მერტლ ტეილორი.

      1948 წელს ნეითან ნორი, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მესამე პრეზიდენტი, თავის მდივანთან, მილტონ ჰენშელთან, ერთად ეწვია ბულავაიოს და გადაწყდა, რომ საწყობი ფილიალი გახდებოდა, რომელსაც ზედამხედველობას ძმა კუკი გაუწევდა. მომდევნო წელს ქალიშვილი, ლინდზი, შეგვეძინა. 1950 წელს კი ფილიალი სამხრეთ როდეზიის დედაქალაქ სოლზბერში გადაიტანეს და ჩვენც იქ გადავედით. ჩვენ ვიყიდეთ დიდი სახლი, რომელშიც წლების მანძილზე ვცხოვრობდით. ჩვენს სახლში ყოველთვის პიონერები და სტუმრები ჩერდებოდნენ, ამიტომ ჩვენი საცხოვრებელი ცნობილი გახდა, როგორც მაკლაკის სასტუმრო.

      1953 წელს მე და ბერტი ნიუ-იორკში, იანკის სტადიონზე გამართულ იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესს დავესწარით. რა დაუვიწყარი მოვლენა იყო! ხუთი წლის შემდეგ ესტრელა, ლინდზი და 16 თვის ჯერიმი რვავე დღეს ჩვენთან ერთად ესწრებოდნენ 1958 წელს იანკის სტადიონზე და მის ახლოს მდებარე პოლო გრაუნდზე ჩატარებულ ყველაზე დიდ საერთაშორისო კონგრესს. ბოლო დღეს, საჯარო მოხსენების დროს, დამსწრეთა რიცხვმა უმაღლესს ციფრს — 250 000-ზე მეტს მიაღწია!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება