საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შვილების აღზრდა აფრიკაში ძნელბედობის ჟამს
    გამოიღვიძეთ! — 1999 | ნოემბერი 8
    • როცა ბერტი გაათავისუფლეს, გადავწყვიტეთ ბულავაიოში გადასვლა, რადგან მაღაროში მუშაობა აღარ იყო შემოსავლიანი. ბერტმა რკინიგზაზე იშოვა სამუშაო; ჩვენი შემოსავალი გაიზარდა, როცა ახლად დაუფლებული ხელობის წყალობით მეც ამოვუდექი მხარში და მკერავად დავიწყე მუშაობა.

      ბერტი რკინიგზაზე მემოქლონედ მუშაობდა, რაც იმდენად მნიშვნელოვან საქმედ ითვლებოდა, რომ ამის გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

  • შვილების აღზრდა აფრიკაში ძნელბედობის ჟამს
    გამოიღვიძეთ! — 1999 | ნოემბერი 8
    • ომის შემდეგ ბერტმა რკინიგზის უფროსობას სთხოვა, სამუშაოდ მოზამბიკის საზღვართან მდებარე მშვენიერ ქალაქ უმტალში (ახლანდელი მუტარე) გადაეყვანათ. ჩვენ გვსურდა გვემსახურა იქ, სადაც სამეფოს მქადაგებლების დიდი საჭიროება იყო და უმტალი სწორედ შესაფერის ადგილად მივიჩნიეთ, რადგან ამ ქალაქში არ იყვნენ მოწმეები. იქ ჩვენი ხანმოკლე ყოფნის დროს ჰოლტხაუზენების მთელი ოჯახი, ხუთი ვაჟიშვილის ჩათვლით, მოწმეები გახდნენ. ამჟამად ამ ქალაქში 13 კრებაა!

      1947 წელს გადავხედეთ ჩვენს შესაძლებლობებს, რომ განგვესაზღვრა, შეეძლო თუ არა ბერტს, განეგრძო პიონერული საქმიანობა. ლაიელი, რომელიც დაბრუნდა სამხრეთ აფრიკიდან, სადაც პიონერად მსახურობდა, მხარს უჭერდა ამ გადაწყვეტილებას. იმ პერიოდში დონოვანი სამხრეთ აფრიკაში მსახურობდა პიონერად. როცა კეიპტაუნში არსებულმა ფილიალის ბიურომ შეიტყო ბერტის გადაწყვეტილების შესახებ, სთხოვა, ამის ნაცვლად ლიტერატურის საწყობი გაეხსნა ბულავაიოში. ამიტომ მან დატოვა რკინიგზა და იქ გადავედით.

  • შვილების აღზრდა აფრიკაში ძნელბედობის ჟამს
    გამოიღვიძეთ! — 1999 | ნოემბერი 8
    • სამხრეთ როდეზიაში გადასვლა

      ბოლოს, ბერტის ძმამ, ჯეკმა, შემოგვთავაზა, ერთად წამოგვეწყო სარისკო სამუშაო ფილაბუსთან (სამხრეთ როდეზია) მდებარე ოქროს საბადოზე. მე და ბერტი გავემგზავრეთ იქ პიტერთან ერთად, რომელიც იმ დროს ერთი წლის იყო; დედაჩემი კი დროებით ლაიელსა და დონოვანს უვლიდა.

  • შვილების აღზრდა აფრიკაში ძნელბედობის ჟამს
    გამოიღვიძეთ! — 1999 | ნოემბერი 8
    • მე და ბერტს გვაპატიმრებენ

      თვეში ერთხელ ჩვენი სახლიდან დაახლოებით 80 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ბულავაიოში მივემგზავრებოდით, რომ ბანკისთვის ოქრო მიგვეყიდა. აგრეთვე მივდიოდით ფილაბუსთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ გვანდაში, რათა საკვები მოგვემარაგებინა და მონაწილეობა მიგვეღო მსახურებაში. 1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, სამქადაგებლო საქმიანობა სამხრეთ როდეზიაში ოფიციაულურად აიკრძალა.

      ცოტა ხნის შემდეგ გვანდაში ქადაგების დროს დამაპატიმრეს. იმ დროს მესამე შვილზე, ესტრელაზე, ვიყავი ფეხმძიმედ. სანამ ჩემს საჩივარს განიხილავდნენ, ბერტიც დააპატიმრეს ქადაგების გამო და სოლზბერის ციხეში ჩასვეს, რომელიც ჩვენი სახლიდან დაახლოებით 300 კილომეტრით იყო დაშორებული.

  • შვილების აღზრდა აფრიკაში ძნელბედობის ჟამს
    გამოიღვიძეთ! — 1999 | ნოემბერი 8
    • 1950 წელს კი ფილიალი სამხრეთ როდეზიის დედაქალაქ სოლზბერში გადაიტანეს და ჩვენც იქ გადავედით. ჩვენ ვიყიდეთ დიდი სახლი, რომელშიც წლების მანძილზე ვცხოვრობდით. ჩვენს სახლში ყოველთვის პიონერები და სტუმრები ჩერდებოდნენ, ამიტომ ჩვენი საცხოვრებელი ცნობილი გახდა, როგორც მაკლაკის სასტუმრო.

      1953 წელს მე და ბერტი ნიუ-იორკში, იანკის სტადიონზე გამართულ იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესს დავესწარით. რა დაუვიწყარი მოვლენა იყო! ხუთი წლის შემდეგ ესტრელა, ლინდზი და 16 თვის ჯერიმი რვავე დღეს ჩვენთან ერთად ესწრებოდნენ 1958 წელს იანკის სტადიონზე და მის ახლოს მდებარე პოლო გრაუნდზე ჩატარებულ ყველაზე დიდ საერთაშორისო კონგრესს.

  • შვილების აღზრდა აფრიკაში ძნელბედობის ჟამს
    გამოიღვიძეთ! — 1999 | ნოემბერი 8
    • ბერტი დაახლოებით 14 წლის განმავლობაში მსახურობდა სოლზბერის ფილიალში შტატგარეშე თანამშრომლად. მაგრამ შემდგომში გადავწყვიტეთ, გვემსახურა სეიშელის კუნძულებზე, სადაც მქადაგებლების დიდი მოთხოვნილება იყო.

  • შვილების აღზრდა აფრიკაში ძნელბედობის ჟამს
    გამოიღვიძეთ! — 1999 | ნოემბერი 8
    • საფრთხის წინაშე უკან დაბრუნებისას

      მომბასაში ჩასვლისას ჩვენი მანქანა წამოვიყვანეთ და გეზი სამხრეთისკენ ავიღეთ, სადაც მივუყვებოდით ქვიშიან სანაპირო გზას. როცა ტანგას მივაღწიეთ, მანქანის ძრავამ გვიმტყუნა. ფაქტობრივად არანაირი მატერიალური სახსრები არ გაგვაჩნდა, მაგრამ ჩვენი ნათესავი მამაკაცი და კიდევ სხვა მოწმე დაგვეხმარა გამოსავლის მოძებნაში. სანამ მომბასაში ვიმყოფებოდით, ერთმა ძმამ ფინანსური დახმარება შემოგვთავაზა, იმ შემთხვევაში, თუ გავემგზავრებოდით სომალიში საქადაგებლად. მაგრამ მე კარგად ვერ ვგრძნობდი თავს, ამიტომ ჩვენი სურვილი იყო სახლში, სამხრეთ როდეზიაში, დაბრუნება.

      ტანგანიიკადან გადავედით ნიასალენდში და მივადექით ნიასას ტბის დასავლეთ მხარეს, რომელსაც ამჟამად მალავის ტბა ჰქვია. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ მეგონა ვკვდებოდი. ბერტს ვთხოვე, გზაზე გადმოვესვი. რადგანაც ქალაქ ლილონგვესთან ახლოს ვიყავით, მან იქაურ საავადმყოფოში წამიყვანა. როცა მორფის ინექცია გამიკეთეს, ცოტა შვება ვიგრძენი. რადგან მე აღარ შემეძლო მანქანით მგზავრობა, ბერტიმ და ბავშვებმა განაგრძეს გზა და 400 კილომეტრი გაიარეს ბლანტაირამდე. სამი დღის შემდეგ ნათესავი მამაკაცი დამეხმარა, რომ გადავფრენილიყავი იქ და მათ შევერთებოდი. ბლანტაირიდან სოლზბერში გადავფრინდი, ხოლო ბერტმა და ბავშვებმა მანქანით გამოიარეს ეს გზა.

      როგორი შვება ვიგრძენით, როდესაც ყველამ სოლზბერში მოვიყარეთ თავი, ჩვენი ქალიშვილის, პოლინისა, და მისი მეუღლის სახლში! 1963 წელს ჩვენი ნაბოლარა შვილი, ენდრიუ შეგვეძინა. ფილტვებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო გვეგონა, რომ მოკვდებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება