საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სულიერი მშენებლობა „ქვის სახლში“
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 თებერვალი
    • თაყვანისმცემლობის სახლების მშენებლობა

      ძველ დროში მცხოვრებმა ერთმა პოეტმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „ღმერთო . . . სწყურიხარ ჩემს სულს . . . უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე (ფსალმუნი 63:1). ეს სიტყვები ზუსტად აღწერს მრავალი ზიმბაბველის მდგომარეობას. მათ არამარტო პირდაპირი გაგებით სწყურიათ, არამედ ღვთის სიტყვის მოსმენას და მის სიკეთეს არიან მოწყურებულნი. ამაზე მეტყველებს იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული მსახურების შედეგები. 1980 წელს, როცა ზიმბაბვემ დამოუკიდებლობა მოიპოვა, 476 კრებაში დაახლოებით 10 000 მოწმე მსახურობდა. ახლა, 27 წლის შემდეგ, აქტიური მოწმეების რიცხვი გასამმაგდა, ხოლო კრებების რიცხვი თითქმის გაორმაგდა.

      ამ კრებებიდან ცოტას თუ აქვს თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი ადგილი. 2001 წლის იანვარში 800-ზე მეტი კრებიდან მხოლოდ 98-ს ჰქონდა კრების შეხვედრების ჩასატარებლად თაყვანისმცემლობის სახლი — სამეფო დარბაზი. ბევრი კრება შეხვედრებს ხეების ქვეშ ან ბოძებით ნაგებ, ტალახით შელესილ და ჩალით გადახურულ ქოხებში ატარებდა.

      მსოფლიო ქრისტიანული საძმოს მიერ უხვად გაღებული შესაწირავებისა და მოხალისეთა გულმოდგინე მუშაობის შედეგად, მოწმეებმა ზიმბაბვეში წამოიწყეს სამეფო დარბაზების მშენებლობის პროგრამა, რათა უბრალო და, ამავე დროს, შესაფერისი სამეფო დარბაზები აეშენებინათ. ზიმბაბვეში ადგილობრივი ძმების დასახმარებლად საზღვარგარეთიდან ბევრი გამოცდილი მშენებელი ჩავიდა. ერთმა ადგილობრივმა მოწმემ დაწერა: „გულწრფელ მადლობას ვუხდით მათ, ვინც სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ ზიმბაბვეში, რათა ლამაზი სამეფო დარბაზების აშენებაში დაგვხმარებოდნენ. აგრეთვე მადლობა გვინდა ვუთხრათ ყველას, ვინც სამეფო დარბაზების ფონდისთვის შესაწირავები გაიღო“.

      ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოწმეები უკვე 50 წელია, რაც გიგანტური ხის, ბაობაბის ქვეშ იკრიბებიან. როდესაც უხუცესებს უთხრეს, რომ სამეფო დარბაზის აშენებას აპირებდნენ, ერთმა ცრემლები ვერ შეიკავა. მეზობელ კრებიდან 91 წლის უხუცესმა თქვა: „იეჰოვას წლების განმავლობაში ვევედრებოდი, მსგავსი რამ მომხდარიყო!“

      ამ ლამაზი შენობების სწრაფად აგებასთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გაკეთდა. ერთმა დამკვირვებელმა შენიშნა: „თქვენ დღის განმავლობაში აშენებთ, ღმერთი კი, ალბათ, — ღამე. ასევე აღსანიშნავია მოხალისეების ერთსულოვნება და სიხარული. დღეს ზიმბაბვეში აგურით ნაგები 350-ზე მეტი სამეფო დარბაზია, სადაც 534 კრება იკრიბება.

  • სულიერი მშენებლობა „ქვის სახლში“
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 თებერვალი
    • [სურათი 12 გვერდზე]

      კონსეშენის კრების ახალი სამეფო დარბაზი.

      [სურათი 12 გვერდზე]

      ლინდალეს კრების წევრები თავიანთ ახალ სამეფო დარბაზთან.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება