-
ღვთის სამეფო ყოველმხრივ აღმატებულისაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ივლისი
-
-
იესო მარტო არ მმართველობს. მასთან ერთად მეფეებად და მღვდლებად სხვებიც მსახურობენ (გამოცხადება 5:9, 10; 20:6). მათ შესახებ მოციქულმა იოანემ დაწერა: „გავიხედე და აი, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი . . . დედამიწიდან ნაყიდი“ (გამოცხადება 14:1—3).
კრავი არის უკვე გამეფებული იესო ქრისტე (იოანე 1:29; გამოცხადება 22:3). აქ მოხსენიებული სიონის მთა მიუთითებს ზეცაზე (ებრაელები 12:22).a იესო და მისი 144 000 თანამმართველი ზეციდან მეფობენ. მმართველობისთვის რა ამაღლებული ადგილია?! ვინაიდან ისინი ზეცაში არიან, მათ მეტი პერსპექტივა აქვთ. რადგან „ღვთის სამეფო“ ზეციდან მმართველობს, მას აგრეთვე „ზეციერი სამეფო“ ეწოდება (ლუკა 8:10; მათე 13:11). ვერავითარი იარაღი, მათ შორის ბირთვული იარაღიც კი, ვერაფერს ავნებს და ვერ დაამხობს ზეციერ სამეფოს. ეს სამეფო უძლეველია და მისი საშუალებით შესრულდება იეჰოვას განზრახვა (ებრაელები 12:28).
-
-
ღვთის სამეფო ყოველმხრივ აღმატებულისაგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ივლისი
-
-
a ძველი ისრაელის მეფე დავითმა ბრძოლით აიღო სიონის მთაზე მდებარე იებუსეველების ციხე–სიმაგრე და იგი დედაქალაქად აქცია (2 მეფეთა 5:6, 7, 9). მან აგრეთვე იქ გადაიტანა წმინდა კიდობანი (2 მეფეთა 6:17). ვინაიდან კიდობანი იეჰოვას იქ ყოფნასთან ასოცირდებოდა, ღვთის სამყოფელ ადგილად სიონის მოხსენიება ამ მთას ზეცის მართებულ სიმბოლოდ ხდის (გამოსვლა 25:22; ლევიანები 16:2; ფსალმუნები 9:12; გამოცხადება 11:19).
-