-
ცოტა ხნით ზოოპარკში შევიაროთგამოიღვიძეთ! — 2012 | სექტემბერი
-
-
ამის საპასუხოდ, ზოოპარკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ზოოპარკები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ცხოველების დაცვისა და მოსახლეობის გათვითცნობიერების საკითხში. «ჩვენი მიზანია, ხალხმა ცხოველების პატივისცემა ისწავლოს, — აცხადებს მადრიდის „ფაუნიას პარკის“ თანამშრომელი ჰაიმე რული. — გვინდა, აქ მოსულ სტუმრებს გავუჩინოთ იმის სურვილი, რომ დაიცვან ცხოველთა საარსებო გარემო, რომლის გარეშეც ცხოველთა სამყარო ნამდვილად ვერ იარსებებს». როგორც ზოგიერთი დაკვირვებიდან გამოჩნდა, ზოოპარკის ბინადრებსა და მათთვის სპეციალურად შექმნილ გარემო პირობებზე დაკვირვება ხალხს ეხმარება იმის გათვითცნობიერებაში, თუ რამდენად საჭიროა გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვა.
ზოგიერთმა იშვიათმა სახეობამ, მაგალითად, დიდმა პანდამ, ხალხს თავი ძალიან შეაყვარა. „აქ ვინც მოდის, ყველას უნდა, რომ ჩვენი ორი პანდა ნახოს, — ამბობს მადრიდის ზოოპარკის თანამშრომელი ნოელია ბენიტო. — ეს ცნობილი სახეობა გადაშენების პირას მისულ ცხოველთა დაცვის სიმბოლოდ იქცა. ამ სახეობის გამრავლების დიდი იმედი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ წუნიები არიან, როცა საქმე პარტნიორის არჩევას ეხება“.
პანდისგან განსხვავებით, ვეტერინარების ყურადღების ქვეშ მყოფი ბევრი ცხოველი სათანადო პირობებში უფრო თავისუფლად მრავლდება ზოოპარკში. ზოოპარკში შემუშავებულმა გამრავლების წარმატებულმა პროგრამამ პასუხი გასცა იმ კრიტიკოსებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ზოოპარკები არ უნდა იყოს ჩართული გადაშენების პირას მყოფი სახეობების ყიდვა-გაყიდვაში. გარდა იმისა, რომ ზოოპარკში ყოველთვის არის საჩვენებელი ცხოველები, აქ ცხოველებს იმ მიზნითაც ამრავლებენ, რომ ისინი ველურ ბუნებაში დააბრუნონ.
ძირითადი მიზეზი, რის გამოც ცხოველები ველურ ბუნებაში გადაშენების პირას არიან მისულნი, საარსებო გარემოს რღვევაა. ამიტომაც ზოოპარკები აქტიურად უჭერენ მხარს ცხოველთა დაცვის პროგრამების დაფინანსებას და უშუალოდ თანამშრომლობენ ტროპიკული ქვეყნების ნაკრძალების ხელმძღვანელობასთან.a
-
-
ცოტა ხნით ზოოპარკში შევიაროთგამოიღვიძეთ! — 2012 | სექტემბერი
-
-
a ზოოპარკების დახმარების პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა, რისი წყალობითაც გადარჩა აზიაში ვეფხვი, მადაგასკარში ლემურები და აფრიკაში პრიმატები.
-