საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/02 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
ჩვენი სამეფო მსახურება — 2002
km 1/02 გვ. 7

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა იანვარში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. თებერვალში: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. განსაკუთრებით უნდა ვეცადოთ ბიბლიის საშინაო შესწავლების დაწყებას. აპრილში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. იქ, სადაც განმეორებითი მონახულებისას ინტერესი იყო გამოვლენილი, შეგვიძლია შევთავაზოთ ბროშურა „რას მოითხოვს“ და შევეცადოთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას.

◼ 28 იანვრით დაწყებული კვირის სამსახურებრივ შეხვედრაზე, ყველა მონათლულ მაუწყებელს შეუძლია მიიღოს „წინასწარი სამედიცინო განკარგულება/ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება“ და „პირადობის მოწმობა“ თავიანთი ბავშვებისთვის.

◼ თებერვლიდან დაწყებული — არა უგვიანეს 3 მარტისა — სარაიონო ზედამხედველები გამოვლენ ახალი საჯარო მოხსენებით „უსაფრთხოების პოვნა ხიფათით აღსავსე წუთისოფელში“

◼ კრებებმა სათანადო ორგანიზება უნდა გაუწიონ გახსენების საღამოს, რომელიც ჩატარდება ხუთშაბათს, 28 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ. თუმცა მოხსენება შეიძლება უფრო ადრე წარმოითქვას, მაგრამ გახსენების საღამოს სიმბოლოების ჩამოტარება არ უნდა დაიწყოს მზის ჩასვლამდე. ადგილობრივი წყაროებიდან დაადგინეთ, როდის ჩადის მზე თქვენს მხარეში. თუმცა სასურველია, რომ ყველა კრებამ თვითონ ჩაატაროს გახსენების საღამოს ზეიმი, მაგრამ, ეს შეიძლება ყოველთვის არ იყოს შესაძლებელი. იქ, სადაც რამდენიმე კრება ერთ სამეფო დარბაზს იყენებს, შესაძლოა, მათგან ერთმა ან მეტმა კრებამ ამ საღამოსთვის სხვა შენობა გამოიყენოს. თუ შესაძლებელია, კარგი იქნებოდა, პროგრამებს შორის მინიმუმ 40-წუთიანი შუალედი მაინც დაგეტოვებინათ, რომ ყველამ სრული სარგებლობა მიიღოს და დრო იყოს სტუმრების მისასალმებლად და ახალი დაინტერესებულების გასამხნევებლად. ყურადღება უნდა მიექცეს აგრეთვე ტრანსპორტის მოძრაობასა და სადგომზე დაყენებას, მათ შორის მგზავრების ჩასხმა-ჩამოსხმას. უხუცესთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, ადგილობრივად რის გაკეთება იქნებოდა საუკეთესო.

◼ როდესაც თავმჯდომარე ზედამხედველი ყოველთვიურად იღებს შეტყობინებას მსოფლიო სამქადაგებლო საქმისათვის შეწირული თანხის შესახებ, მან უნდა იზრუნოს, რომ წერილი შემდეგი საფინანსო ანგარიშის დროს წაიკითხება კრებაში.

◼ ჟურნალები აპრილისა და მაისისთვის:

აპრილსა და მაისში მრავალი მაუწყებელი მეტ დროს დაუთმობს მსახურებას ან დამხმარე პიონერად იმსახურებს. რა თქმა უნდა, ამის გამო ეს მაუწყებლები უფრო მეტი ჟურნალის შეკვეთას მოისურვებენ. სამსახურებრივმა ზედამხედველმა უნდა დაადგინოს, თუ დამატებით რამდენი ჟურნალი იქნება საჭირო. რადგანაც ჟურნალების აპრილის ნომრების ბეჭდვა უკვე იანვრის ბოლოს დაიწყება, გთხოვთ, რომ შეკვეთები ოფისში გააგზავნეთ 7 იანვრისთვის, ხოლო მაისის ნომრების კი შესაბამისად 11 თებერვლისთვის.

◼ „გამოიღვიძეთ!“ ჩინურ და მარტივ ჩინურ ენაზე თვეში ორი გამოცემის ნაცვლად, გამოვა თვეში ერთხელ.

◼ „გამოიღვიძეთ!“ სიბემბა ენაზე ყოველთვიური გამოშვების ნაცვლად გამოვა კვარტალურად.

◼ „საგუშაგო კოშკი“ სომხურ ენაზე (დასავლური) თვეში ორი გამოცემის ნაცვლად, გამოვა თვეში ერთხელ.

◼ 2002 წლის იანვრით დაწყებული, „საგუშაგო კოშკი“ (თვეში ორჯერ) და „გამოიღვიძეთ!“ (თვეში ერთხელ) გამოვა პაპიამენტო (კიურასაო) და პაპიამენტო (არუბა) ენებზე.

◼ 2002 წლის იანვრის გამოშვებით დაწყებული, „საგუშაგო კოშკი“ ყოველთვიურად გამოვა მავრიკიულ კრეოლზე.

◼ 2002 წლის 1 იანვრით დაწყებული „საგუშაგო კოშკი“ დიდი შრიფტით გამოვა ნორვეგიულ და ხორვატულ ენებზე.

◼ „გამოიღვიძეთ!“ ზულუ ენაზე თვეში ორი გამოცემის ნაცვლად, გამოვა თვეში ერთხელ.

◼ ახალი პუბლიკაციები:

„ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?“ (T-73, მუსულმანებისთვის) — ინგლისური

„გაქვთ თუ არა უკვდავი სული?“ (T-25) — ესტონური, ინდონეზიური

„გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ (T-26) — ამჰარული, ესტონური, ვიეტნამური, კორეული, მაკედონური, პაპიამენტო, ჩინური, ჩინური (მარტივი).

„საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების ინდექსი 1986—2000 (dx 86-00, ნივთი №5800)— ინგლისური

„ყველაზე დიდებული სახელი“ (T-72, მუსულმანებისთვის) — ინგლისური

„ჯოჯოხეთის ცეცხლი — არის თუ არა ის ღვთიური მართლმსაჯულების ნაწილი?“ (T-73, მუსულმანებისთვის) — ინგლისური

◼ ახალი ვიდეოკასეტები:

„მთელი საძმო“ — პოლონური

„ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“, №1 (vcgt-1, ნივთი №2727 -1) — ამერიკული ჟესტების ენა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება