საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რით აიხსნება ქმნილების არსებობა?
    არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
    • გარდა ამისა, გვესაჭიროება აზოტი, რომელიც ჩვენს სხეულში ცილებისა და დნმ-ს მოლეკულების შემადგენლობაში შედის. როგორ ვიღებთ ამ ელემენტს, რომელიც ასე აუცილებელია სიცოცხლისთვის? მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფეროს 78 პროცენტი აზოტისგან შედგება, მოლეკულური აზოტის შეთვისება არ შეუძლიათ არც მცენარეებს და არც ცხოველებს. მაშასადამე, ჰაერში არსებული აზოტი უნდა გარდაიქმნას, სანამ მას მცენარე შეითვისებს და მოგვიანებით ადამიანი თუ ცხოველი გამოიყენებს. როგორ ხდება ეს გარდაქმნა, ანუ ფიქსაცია? სხვადასხვაგვარად. მაგალითად, ელვის მოქმედებითa. აზოტის ფიქსაცია აგრეთვე ხდება ბაქტერიების დახმარებით, რომლებიც ცხოვრობენ პარკოსნების, მაგალითად: ბარდის, სოიასა და იონჯას ფესვების კოჟრებზე. ეს ბაქტერიები ატმოსფერულ აზოტს ისეთ ნივთიერებებად გარდაქმნის, რომლების შეთვისებაც მცენარეებს შეუძლია. ამგვარად, როცა მწვანილეულს შევექცევით, ორგანიზმში შედის აზოტი, რომელიც საჭიროა ცილების წარმოსაქმნელად. საოცარია, რომ პარკოსანთა ოჯახის სახეობებს ვხვდებით ტროპიკულ ტყეებში, უდაბნოებსა და ტუნდრებშიც კი. ხოლო ნიადაგის გადაწვის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, პირველად პარკოსნები ამოდიან.

  • რით აიხსნება ქმნილების არსებობა?
    არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
    • [ჩარჩო 80 გვერდზე]

      „სიცოცხლისთვის აუცილებელ ყოველ ელემენტს — ნახშირბადს, აზოტს, გოგირდს — ბაქტერიები არაორგანული, აიროვანი ნაერთიდან გარდაქმნიან ისეთ ფორმად, რომლის შეთვისებაც შეუძლიათ მცენარეებსა და ცხოველებს“ („ახალი ბრიტანული ენციკლოპედია“).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება