საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შარკის ყურე ზღვის საოცრება
    გამოიღვიძეთ! — 2007 | ივლისი
    • ნამდვილად კლდეებია?

      შარკის ყურის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, ამ ყურის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ჰამელინ ჰული შავი და უსიცოცხლო ჩანს. აორთქლების მაღალი მაჩვენებლის გამო აქაური თბილი წყალი ორჯერ უფრო მარილიანია, ვიდრე ჩვეულებრივი ზღვის წყალი. სანაპირო ზოლს თითქოს ნაცრისფერი კლდეები გასდევს. მაგრამ თუ ამ „კლდეებს“ ახლოდან დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ფაქტობრივად ისინი სტრომატოლითებია; სტრომატოლითები წარმოიქმნება ერთუჯრედიან მიკროორგანიზმთა (ციანობაქტერიათა) კოლონიისა და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეთა ცხოველქმედების შედეგად. თითოეულ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით სამი მილიარდი წყალმცენარე და მიკროორგანიზმი გვხვდება!

      ეს ამტანი მიკროორგანიზმები გამოყოფენ სქელ ლორწოს, რომელსაც ზღვის წყალში არსებულ ნივთიერებებთან აზავებენ, და წარმოქმნიან დოლომიტს ან კირქვას, რომლებსაც ფენა-ფენა ადებენ ერთმანეთს, და ამგვარად თავიანთ კლდისმაგვარ სახლს იგებენ. ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. 30 სანტიმეტრი სიმაღლის სტრომატოლითი შეიძლება დაახლოებით 1 000 წლის იყოს!

      მსოფლიოში ყველაზე ბევრი და მრავალფეროვანი სტრომატოლითი ჰამელინ პულშია. უფრო მეტიც, აქ სტრომატოლითებით ნაგებ „ციხე-სიმაგრეთაგან“ ერთ-ერთი უკანასკნელია შემორჩენილი.

  • შარკის ყურე ზღვის საოცრება
    გამოიღვიძეთ! — 2007 | ივლისი
    • [სურათი 16, 17 გვერდებზე]

      მილიარდობით პაწაწინა მიკროორგანიზმი სტრომატოლითებს წარმოქმნის.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება