საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დაეხმარე ოჯახებს, რომ უსასრულო მომავალი მიიღონ
    სამეფო მსახურება — 1997 | მარტი
    • 2 როგორც კარდაკარ, ისე ქუჩაში საუბრის დასაწყებად შეგიძლია, გამოიყენო ტრაქტატი „იხარე ოჯახური ცხოვრებით“. შეგიძლია შეეკითხო:

      ◼ „თქვენი აზრით, დღევანდელ ცხოვრებაში არსებულ ყოველგვარ საზრუნავთან ერთად, შესაძლებელია, რომ ჭეშმარიტად ბედნიერი ოჯახური ცხოვრება გქონდეს? (საშუალება მიეცი, გიპასუხოს). ეს ტრაქტატი გვარწმუნებს, რომ ეს შესაძლებელია. ხომ არ მოისურვებდით ამის წაკითხვას?“ თუ დაგთანხმდა, შეგიძლია საუბრის გაგრძელება შემდეგი სიტყვებით: „რადგან დაინტერესდით ამ საკითხით, ალბათ, სიხარულს მოგანიჭებთ ეს წიგნი, რომელიც დაწვრილებით გვთავაზობს რჩევას, როგორ იპოვო ბედნიერება ოჯახურ წრეში“. აჩვენე წიგნის „ოჯახური ბედნიერება“ შინაარსი. გამოყავი რამდენიმე საინტერესო თავის სათაური. გადაშალე წიგნი მე-10 გვერდზე და წაიკითხე მე-17 აბზაცის ბოლო წინადადებიდან მე-18 აბზაცის ბოლომდე. შესთავაზე წიგნი და მოიხსენიე შესაწირავების ღონისძიების შესახებ. აუხსენი, რომ უფრო მეტის გაზიარება შეგიძლია და ჰკითხე, როდის შეგიძლია კვლავ მისვლა.

  • დაეხმარე ოჯახებს, რომ უსასრულო მომავალი მიიღონ
    სამეფო მსახურება — 1997 | მარტი
    • 4 როცა თანაკლასელს ესაუბრები სკოლაში ან ახალგაზრდას შენს უბანზე, შეგიძლია გამოხმაურება პოვო მისი მხრიდან ამ შეკითხვით:

      ◼ «რამდენად მნიშვნელოვანია მშობლებისა და შვილებისთვის, ურთიერთობა ჰქონდეთ ყოველთვის ერთმანეთთან? (საშუალება მიეცი, გიპასუხოს). შენიშნე, რას ამბობს წიგნი ოჯახურ ცხოვრებაზე ისეთი საკითხის შესახებ, როგორიცაა „წრფელი და გულახდილი ურთიერთობა“ (წაიკითხე მთელი მე-4 აბზაცი და მე-5 აბზაცის პირველი წინადადება 65-ე გვერდზე წიგნში „ოჯახური ბედნიერება“). მომდევნო აბზაცები გვთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ოჯახში. ამ წიგნის სათაურია „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. თუ გსურს წაკითხვა და დამპირდები, რომ წაიკითხავ, დაგიტოვებ ამ წიგნს». აუხსენი, რომ მოგვიანებით კვლავ მიხვალ, რათა გაიგო, რა აზრისაა წაკითხულზე.

  • დაეხმარე ოჯახებს, რომ უსასრულო მომავალი მიიღონ
    სამეფო მსახურება — 1997 | მარტი
    • 6 თუ კარდაკარ მსახურებისას ან, შესაძლოა, პარკში თუ სათამაშო მოედანზე მშობელს შეხვდი, შეგიძლია ინტერესი აღუძრა შემდეგი სიტყვებით:

      ◼ „დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რომ ბავშვების აღზრდა ძალიან რთულია დღეს. თქვენი აზრით, რას შეუძლია დაიცვას თქვენი ოჯახი საზიანო გავლენებისგან? (საშუალება მიეცი, გიპასუხოს). აქ რამდენიმე შესანიშნავი რჩევაა, რომლებისაც დიდად მადლიერი ვარ“. მოუყევი 1-ლ აბზაცში მოცემული თვალსაჩინო მაგალითი და წაიკითხე მე-2 აბზაცი 90-ე გვერდზე წიგნში „ოჯახური ბედნიერება“. აუხსენი, როგორ აძლევს ის გაწონასწორებულ რჩევას, რომელიც ნამდვილად ეფექტურია ოჯახების საზიანო ზეგავლენისგან დასაცავად. შესთავაზე, რომ დაუტოვებ წიგნის ეგზემპლარს და უპასუხებ ნებისმიერ შეკითხვაზე, რომელიც წამოეჭრება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება