რატომ არ სწამდა მას ღმერთი?
რუსთავში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმა, ოლესიამ, როდესაც ორმა მოწმემ მიაკითხა, მშობლების სურათი აჩვენა მათ და უთხრა: „ღმერთი რომ არსებობდეს, არ დაუშვებდა ჩემი მშობლების სიკვდილს, რომლებიც ასე ახალგაზრდები იყვნენ!“ ოლესიას მეუღლის, თამაზის, სახლში დაბრუნების შემდეგ მოწმეებმა მათ დაუტოვეს ბროშურები: „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ და „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“.
როდესაც ეს წყვილი განმეორებით მოინახულეს, ოლესიას წაკითხული ჰქონდა ბროშურა „ნახე!“ და ბიბლიის შესწავლა სურდა. მას მოეწონა წაკითხული. საუბრისას, მან სწრაფად გადაშალა ბროშურა და წაიკითხა ის ადგილები, რომელიც აღნიშნული ჰქონდა. გონივრულმა არგუმენტებმა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე.
მაგალითად, ბროშურაში ნათქვამია: „ჩვენი გარემომცველი ბუნების უდიდესი სასწაულები — ყვავილები, ცხოველები, სასწაულებრივი ქმნილება — ადამიანი, სიცოცხლისა და დაბადების სასწაულები — ყოველივე მოწმობს უხილავ, უმაღლეს ინტელექტზე, რომელმაც შექმნა ყოველივე ეს (რომაელთა 1:20). სადაც ინტელექტია, იქ არის აზროვნება, ხოლო სადაც აზროვნებაა, იქ არის პიროვნებაც. უმაღლესი ინტელექტი ეკუთვნის უზენაეს პიროვნებას, ყოველივე ცოცხლის შემოქმედს, თვით სიცოცხლის წყაროს (ფსალმუნი 35:10). ნამდვილად, შემოქმედი ღირსია ქებისა და პატივისცემის (ფსალმუნი 103:24; გამოცხადება 4:11)“.
მოგვიანებით ოლესიამ თქვა, რომ საყვარელი მიცვალებულების მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებულმა ღვთის დანაპირებმა აღძრა, დაეწყო ბიბლიის შესწავლა. გვჯერა, რომ თქვენთვისაც სასარგებლო იქნება ამ ბროშურებში მოცემული რწმენის განმამტკიცებელი ინფორმაცია. თუ გსურთ, ბროშურების „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ და „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“ ეგზემპლარები, ან გეწვიონ და უფასოდ შეგასწავლონ ბიბლია, გთხოვთ მოგვწეროთ მე-5 გვერდზე მოცემულ უახლოეს მისამართზე.