პროფესორზე შთაბეჭდილება მოახდინა
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1998 წლის მაისიდან გამოიცემა 192–გვერდიანი წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. დღესდღეობით ამ წიგნის ათ მილიონზე მეტი ეგზემპლარი 33 ენაზეა გამოცემული. სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა უამრავმა ადამიანმა ამ რწმენის განმამტკიცებელი პუბლიკაციისთვის მადლიერება გამოთქვა.
ამ პუბლიკაციით აღფრთოვანებულმა სამხრეთ კაროლინის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტმა (შეერთებული შტატები) შემდეგი რამ აღნიშნა: «საკუთარ თვალებს არ დავუჯერე, როცა ამ წიგნის მე-4 თავი გადავშალე და სამედიცინო სახელმძღვანელოდან მოყვანილი ციტატა ამოვიკითხე!
მომდევნო ორშაბათს ჩემი პროფესორი რამდენიმე წუთით შევაჩერე და ეს წიგნი მივეცი, რადგან ვიცოდი, რომ ამ ნაშრომში მოცემული ინფორმაცია დააინტერესებდა. ამიტომ გადავუშალე წიგნი 54-ე გვერდზე და ვუჩვენე ის მონაკვეთი, სადაც ადამიანის ტვინის შესახებ იყო საუბარი. მან გადაიკითხა ეს ნაწილი და მითხრა: „მართლაც საინტერესოა! მე გამოვიკვლევ ამ წიგნს“. ამის შემდეგ ჩემს ორ თანაკურსელსაც დავუტოვე ამ პუბლიკაციის თითო ეგზემპლარი».
თქვენც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ეს პუბლიკაცია, რომელშიც საფუძვლიანად გამოკვლეული და კარგად დასაბუთებული ინფორმაციაა მოცემული. თუ გსურთ მიიღოთ ამ წიგნის ეგზემპლარი, შეავსეთ ქვემოთ მოცემული ტალონი და გააგზავნეთ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოყვანილ თქვენთვის უახლოესს მისამართზე:
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.
[სურათის საავტორო უფლება 32 გვერდზე]
Covers: J. Hester and P. Scowen (AZ State Univ.), NASA